ჩემპიონთა ლიგის 2012-13 წლების სეზონის 22 გუნდი ცნობილია

AutoSharing Option
ევროპაში საკლუბო სეზონი დასასრულს უახლოვდება. ახლახან დასრულდა სეზონის ყველაზე მთავარი ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალიც.

ეროვნული პირველობების დასრულების შემდეგ გაირკვა იმ 22 კლუბის სახელი, რომლებიც მომავალ გათამაშებაში, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.

ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 32 კლუბი თამაშობს. აქედან 10 საგზური პლეი ოფში გათამაშდება.

ახალი ტურნირის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 30 აგვისტოს გაიმართება და საინტერესო ბატალიებსაც უნდა ველოდოთ, რადგან რამდენიმე ძალიან კარგი გუნდი არ მოხვდა პირველ კალათში.

მაგალითად, ინგლისის ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" მეორე კალათშია, იტალიის ჩემპიონი "იუვენტუსი"
- მესამეში, ხოლო გერმანიის ჩემპიონი დორტმუნდის "ბორუსია" - მეოთხეში.

პირველ კალათში განთესილთა შორის იქნებიან: "ჩელსი", "ბარსელონა", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბაიერნი", "რეალი", "არსენალი", "პორტუ" და "მილანი".

მეორე კალათში: "ვალენსია", "ბენფიკა", "შახტარი", "ზენიტი", "შალკე" და "მანჩესტერ სიტი".

მესამე კალათში: "ოლიმპიაკოსი", "აიაქსი", "ანდერლეხტი", "იუვენტუსი", "კოპენჰაგენი".

მეოთხე კალათში: "გალათასარაი", "ბორუსია", "მონპელიე", "ნორდსილანდი".

მოკლედ, კენჭისყრამ შეიძლება ასეთი "სიკვდილის" ჯგუფი გამოადნოს: "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", "იუვენტუსი" და "ბორუსია".

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2013 წლის 25 მაისს "უემბლიზე" გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული