ჯონ ტერი ევროთასებზე ორ მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მცველის ჯონ ტერის დისკვალიფიკაციის ვადა გაირკვა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ნახერფინალში მოედნიდან გააძევეს, მან კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდ ალექსის სანჩესს მუხლი ჩაარტყა.

ტერიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამოტოვა, თუმცა უეფამ გადაწყვიტა მას კიდევ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯოს.

გამომდინარე აქედან, ტერი ევროპის სუპერთასის მატჩს გამოტოვებს, სადაც "ჩელსი" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება და ასევე ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას.

ლონდონელებს აპელაციის შესატანად სამი დღე აქვთ.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული