ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სპარინგპარტნიორის ვინაობაა დადგენილი - ეს ხორვატული "ჰაიდუკია".
16 ივნისს "ზესტაფონმა" საკუთარ სტადიონზე საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი, მედლები და 100-ათასდოლარიანი ჩეკი ჩაიბარა, რის შემდეგაც ფეროელებმა "დავით აბაშიძეზე" ორმხრივი თამაში ჩაატარეს.
მეტი ამხანაგური შეხვედრა "ზესტაფონს" ჯერ არ გაუმართავს, თუმცა ავსტრიაში გამგზავრებამდე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ან პირველი ლიგის რომელიმე ბინადართან ერთხელ აუცილებლად
რაც შეეხება "ზესტაფონის" ბანაკში მიმდინარე ამბებს, ფეროელებს დაუბრუნდათ ლევან შარიქაძე. ახალგაზრდა ნახევარმცველი ხერხემალთან დაკავშირებული მცირე პრობლემების გამო აქამდე ვერ ვარჯიშობდა, მაგრამ ახლა თავს უკვე კარგად გრძნობს და სრული დატვირთვით ემზადება.
უკვე გაცნობეთ, რომ "ზესტაფონი" დატოვეს გიორგი ონიანმა და გოგა ბერაიამ. პირველი მათგანი კარიერას გორის "დილაში" გააგრძელებს, მეორე კი, სავარაუდოდ, აზერბაიჯანში დაბრუნდება. რაც შეეხება ნორვეგიულ "მიოლდეში" სინჯებზე მყოფ რატი წინამძღვრიშვილს, დიდია იმის ალბათობა, რომ მისი საკითხი დადებითად გადაწყდეს.
საქმე იქითკენ მიდის, რომ "ზესტაფონს" დატოვებს და კარიერას საზღვარგარეთ გააგრძელებს მისი ერთ-ერთი ლიდერი შოთა გრიგალაშვილი. იყო ვარაუდი, რომ იგი "ზესტაფონს" ევროტურნირებზე დაეხმარებოდა და კლუბს ამის შემდეგ შეიცვლიდა, მაგრამ, სავარაუდოდ, გრიგალაშვილი საქართველოს ჩემპიონს უფრო მალე დაემშვიდობება. ცნობისთვის, იგი "ზესტაფონის" შემადგენლობაში აღარც ვარჯიშობს.
ცნობილი გახდა ისიც, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელ საბა ლომიას მარტვილის "მერანში" გაანათხოვრებენ.
რაც შეეხება დავით სირაძის საკითხს, მასთან მოლაპარაკებები "ზესტაფონს" ჯერ არ შეუწყვეტია, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
ბუნებრივია, "ზესტაფონის" სატრანსფერო აქტიურობა ამით არ ამოიწურება და ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე იმერული კლუბი შემადგენლობას გააძლიერებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ჭიაბრიშვილი: დავით სირაძის დამატების დიდი სურვილი მაქვს
"ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ჩემპიონატი - სეზონის შეჯამება, ნომინანტები და სიმბოლური