ლონდონის "ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგაში 60 მილიონი ევრო გამოიმუშავა

AutoSharing Option
უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონის მონაწილეებს 754.1 მილიონი ევრო გაუნაწილა.

ყველაზე მეტი, ბუნებრივია, ფინალისტებმა - "ჩელსიმ" და "ბაიერნმა" გამოიმუშავეს.

ინგლისელებმა 59 935 მილიონი ევრო მიიღეს ( 29.9 მილიონი საპრიზო, 30.35 ტელეტრანსლაციების უფლებებიდან), გერმანელებმა კი 41 730 მილიონი (26.9 მილიონი საპრიზო, 14 830 მილიონი - ტელეტრანსლაციების უფლებებიდან).

დონეცკის "შახტარმა", რომელმაც თავის ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, 10 478 მილიონი ევროთი გაიმდიდრა ბიუჯეტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული