"ზესტაფონმა" ბაქოში ქართული ფეხბურთი შეარცხვინა

AutoSharing Option
17 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბაქოს "ნეფთჩი" და "ზესტაფონი" დაუპირისპირდნენ.

ზესტაფონელები მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდნენ: კვასხვაძე, ღონღაძე, საჯაია, კობახიძე, ელიავა, გორგიაშვილი, შარიქაძე, მენთეშაშვილი, აფციაური, დვალი, ოვონიკოკო.

ბაქოში, "დალღა არენაზე" გამართული შეხვედრის პირველი 45 წუთის შემდეგ "ნეფთჩი" უკვე ანგარიშით 2:0-ს იგებდა. იმამვერდიევმა და ვობაიმ "ზესტაფონის" მცველების უგერგილობით ისარგებლეს და ორწუთიანი ინტერვალით, 22-ე და 24-ე წუთებზე სტუმრების კარში ორი გოლი გაიტანეს.

მეორე ტაიმში საკუთარ საჯარიმოში "ზესტაფონის" მცველმა კობახიძემ უხეში შეცდომა დაუშვა, როდესაც მეკარისთვის თავით ბურთის
დაგდებას ცდილობდა. კვასხვაძემ ვერაფერი გააწყო, რითაც კალენმა ისარგებლა და საქართველოს ჩემპიონი მესამე გოლით დასაჯა.

საპასუხო შეხვედრა ზესტაფონში ერთი კვირის შემდეგ, 24 ივლისს გაიმართება. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებს შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალზე გაუჭირდებათ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ტამაში მწვრტნელმა წააგო
mixa
22:08 17-07-2012
0
Kველა გვიგებს ვისაც არ ეზარება. საზიზგრობაა ეს. მრცხვენია ესენი რომ ტამასჰობენ
benga
22:26 17-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული