2. ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი): ლონდონელთა მარჯვენა მცველმა იდეალური მეურვეობა გაუწია ბრანდაოს და "ჩელსის" დაცვის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი გახლდათ. ამასთან, შეტევაშიც ბევრი იშრომა.
3. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი): ტოტენჰემელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მარცხენა ფლანგი აიკლო, პენალტი მოიპოვა და გოლიც გაიტანა - მეტი რა უნდა გააკეთოს მარცხენა გარემარბმა? მარგი ქმედების მასზე დიდი კოეფიციენტი მარტო რომან პავლიუჩენკოს
4. კირიაკოს პაპადოპულოსი (შალკე): 18 წლის მცველმა თავი საუკეთესო ასპექტში წარმოაჩინა - ბერძენმა დისკვალიფიცირებული ჰიოვედესი ბრწყინვალედ შეცვალა და ჯეფერსონ ფარფანთან ერთად, "ბენფიკასთან" გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახლდათ.
5. ფილიპ მექსე (რომა): იმ დროს, როცა "რომას" წინახაზელები ტოტი, ვუჩინიჩი და ადრიანო ზარმაცობდნენ, ცენტრალურმა მცველმა გაიტანა გოლი, რომელიც ძალიან ეფექტური გამოვიდა.
6. ეიონ ენო (აიაქსი): ის "აიაქსის" შემადგენლობაში ერთადერთი საყრდენი ნახევარმცველი იყო და ეს იმ დროს, როცა მილანი ერთბაშად სამი ჩამშლელით თამაშობდა. შესაბამისად, ორმაგი ხუთიანი მას იმაში, რომ თავის საქმეს თავი იდეალურად გაართვა.
7. ჯეფერსონ ფარფანი (შალკე): თუ "შალკე" "ბენფიკასთან" უტევდა, მხოლოდ მარჯვენა ფლანგიდან, სადაც ფარფანი მოქმედებდა. გელზენკირხენული კლუბი გამარჯვების გზაზე სწორედ ფარფანმა დააყენა.
8. ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი): შვაინიმ "ბაზელს" ორივე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გაუტანა, მაგრამ თუ "ბაიერნიდან" ვინმეზე ითქმის, კარგად ითამაშაო, მხოლოდ ბასტიანზე.
9. სამუელ ეტო"ო (ინტერი): კამერუნელი ტურის გმირიცაა, რადგან რადგან ჰეთ-თრიკი შეასრულა, საგოლე პასი მიითვალა და კიდევ არაერთი მომენტი შექმნა "ვერდერის" კართან. ბრემენელ მცველებს შავი დღე რომ გაუთენდათ, პირველ რიგში ეტოოს დამსახურებაა.
10. ვესლი სნეიდერი (ინტერი): კიდევ ერთი ინტერელი, რადგან ჰოლანდიელმა გამთამაშებელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა (თანაც ისევ ულამაზესი დარტყმით) და ამასთან, ეტო"ოსაც გაატანინა.
11. ლუის ადრიანო (შახტარი): ეს ფეხბურთელი "შახტარის" გამარჯვების ("ბრაგასთან" 3:0) უმთავრესი და თამამად ვიტყვით, ერთადერთი შემოქმედია: ორი გოლი ხომ თვითონ შეაგდო და მერე ის პენალტი მოიპოვა, რომლის წყალობით ანგარიში 3:0 გახდა.