ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. I მატჩები: "მალაგა" ლიგას მიუახლოვდა

AutoSharing Option
22 აგვისტოს ჩატარებული მატჩებიდან ყველაზე მძაფრი და დაძაბული ზაგრების "დინამოსა" და "მარიბორის" დაპირისპირება გამოვიდა.

ყურადღების ცენტრში იყო ხორვატთა კაპიტანი მილან ბადელი, რომელიც სექტემბრიდან გერმანული "ჰამბურგის" ღირსებას დაიცავს.

"დინამოს" ლიდერი კინაღამ მატჩის ანტიგმირი გახდა, რადგან კოპის მიერ გახსნილი ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს უნებლიე ავტოგოლით გაათანაბრა, მაგრამ მეორე ტაიმში ბადელიმ შეცდომა გამოასწორა: გამარჯვების გოლი გაიტანა, შეხვედრის გმირი გახდა და "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი შეუნარჩუნა. თუმცა, ფაქტია, რომ ხორვატებს სლოვენიაში ურთულესი საპასუხო მატჩი ელით.

ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ჩინებული შანსი
აქვს იტალიურ "უდინეზესაც" - ფრანჩესკო გვიდოლინის ბიჭები პორტუგალიურ "ბრაგას" სტუმრობდნენ და სასურველ ფრეს (1:1) მიაღწიეს. "ესტადიო მუნისიპალზე" იტალიელები ბასტას გოლით დაწინაურდნენ, რომელმაც დი ნატალეს საჯარიმო ჩაწოდების შემდეგ პორტუგალიელთა კარი თავით დალაშქრა. "ბრაგამ" ანგარიში 68-ე წუთზე, ვინკელის ბრწყინვალე გოლით გაათანაბრა.

ჯგუფურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა ბორისოვოს "ბატეც": ბელორუსებმა "შმონა" როდიონოვის დუბლის წყალობით 2:0 დაამარცხეს - ისრაელის ჩემპიონი საპასუხო შეხვედრაში სასურველი ანგარიშის დამფიქსირებელს არ ჰგავს.

"მალაგამ" ასეთივე ანგარიშით მოუგო "პანათინაიკოსს" და თუ საპასუხო შეხვედრაში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ესპანელები ბერძნულ ბარიერს გადალახავენ. ფინანსური პრობლემებით შეწუხებულ "მალაგას" დემიკელისმა და ელისეუმ მოაგებინეს. ამ უკანასკნელის გოლის ნახვა ერთ რამედ ღირს...

მოულოდნელი შედეგით დასრულდა მატჩი ნიქოზიაში, სადაც კვიპროსის ჩემპიონმა "ლიმასოლმა" "ანდერლეხტი" 2:1 დაამარცხა, თუმცა ეს ისეთი ანგარიშია, რომ თამამად ვიტყვით: ბელგიური გრანდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. I მატჩები
ლიმასოლი-ანდერლეხტი 2:1
ლიმასოლი (4-4-2): დეგრა - აიროსა, ოიონი, ჟუნიორი, კარლიტოსი - პაულო სერჟიო (65. დიკსონი), დედე, ნიკოლაუ, ედმარი (84. ჟილბერტო) - ვოუო, ბებე (50. მიგელი).
ანდერლეხტი (4-2-3-1): პროტო - ოდოი, მ. ვასილევსკი, კუიატე, საფარი - ბილია, კლესტანი - ჟილე, კანუ, იოვანოვიჩი (73. იაკოვენკო) - მბოკანი.
შენიშვნა: მილან იოვანოვიჩი მოედნიდან შეცვლის შემდეგ გააძევეს
გოლები: 1:0 ჟუნიორი (34), 1:1 მბოკანი (62), 2:1 მიგელი (72)
გაფრთხილება: ბებე, ჟუნიორი, ნიკოლაუ - იოვანოვიჩი, მბოკანი, საფარი
მაყურებელი: 10 000

ბატე-შმონა 2:0
ბატე (4-3-1-2): გორბუნოვი - პოლიაკოვი, რადკოვი, მ. შიმიჩი, ბორდაჩოვი - ვოლოდკო, ლიხტაროვიჩი (62. პავლოვი), გლები - რენანი (82. სივაკოვი) - როდიონოვი, მოზოლევსკი (62. ვასილიუკი).
შმონა (5-3-2): ამოსი - გაბაი, ცედეკი, ჰასარმა, ვაჰაბა (53. აბედი), მატოვიჩი - როშეტი, გაზალი (68. ბადაში), ტასევსკი - ლენკშე (74. ლევი), აბუჰაცირა.
გოლები: 1:0 როდიონოვი (29), 2:0 როდიონოვი (78)
გაძევება: მატოვიჩი (71. შმონა)
გაფრთხილება: გლები, რენანი - გაზალი, როშეტი, გაბაი
მაყურებელი: 12 000

ბრაგა-უდინეზე 1:1
ბრაგა (4-4-2): ბეტუ - ისმაილი, ვინისიუსი, დუგლაუ, მოსორო (86. ზე ლუისი) - სალინო, კუშტოდიო, ალანი (85. ამორიმი), უგო ვიანა - ლიმა, ელდერ ბარბოსა (58. რუბენი).
უდინეზე (3-5-2): ბრკიჩი - ბენატია, დანილო, დომიცი - ბასტა, პინცი, ვილიანსი, რობერტო პერეირა (73. ბადუ), პაბლო არმერო (85. პასკუალე) - ფაბრინი (72. მაიკოსუელი), დი ნატალე.
გოლები: 0:1 ბასტა (23), 1:1 ისმაილი (68)
გაფრთხილება: ლიმა - პინცი, დი ნატალე, ბენატია, დომიცი, დანილო
მაყურებელი: 20 000

დინამო (ზ)-მარიბორი 2:1
დინამო ზ. (4-4-2): კელავა - პივარიჩი, ტონელი, შიმუნიჩი, ვიდა - ლეკო (46. პეკო), სამირი (87. ვრსალკო), ბადელი, ადემი - კოპი, რუკავინა (58. ბექირაი).
მარიბორი (4-4-2): ჰანდანოვიჩი - მეიაცი, არგუსი, რაიჩევიჩი, პოტოკარი - მერტელი, იბრაიმი (78. მეზგა), ფილიპოვიჩი, კვიჟანოვიჩი - ბერიჩი (82. კომაჟეცი), ტავარესი.
გოლები: 1:0 კოპი (10), 1:1 ბადელი (39-საკ. კარში), 2:1 ბადელი (74)
გაფრთხილება: ადემი, ვიდა, ლეკო, ბადელი, შიმუნიჩი - მერტელი
მაყურებელი: 30 000

მალაგა-პანათინაიკოსი 2:0
მალაგა (4-4-2): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ისკო, ტულალანი, მარესკა (70. კამაჩო), ელისეუ (78. დუდა) - ხოაკინ სანჩესი, ოლინგა (70. ბუონანოტე).
პანათინაიკოსი (4-2-3-1): კარნეცისი - ვინტრა, ბუმსონგი (63. ანდრე პინტუ), ვალასკესი, სპიროპულოსი - ვიტოლო - მავრიასი, კაცურანისი, ზეკა (39. ხრისტოდოლოპულოსი), სისოკო - ფორნაროლი (69. ტოჩე).
გოლები: 1:0 დემიკელისი (17), 2:0 ელისეუ (34)
გაფრთხილება: გამესი, ისკო, დუდა - ზეკა, ვინტრა
მაყურებელი: 28 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული