მოსკოვის "სპარტაკთან" თამაშის წინ სტამბულში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული

AutoSharing Option
სტამბულში, ადგილობრივი "ფენერბაჰჩესა" და მოსკოვის "სპარტაკის" საპასუხო დაპირისპირების წინ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. სხვა სამსახურებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში მუშაობს ქალაქის პოლიცია.

ჯანო ანანიძის გუნდმა პირველი შეხვედრა 2:1 მოიგო, საპასუხო მატჩი კი თურქეთში 29 აგვისტოს გაიმართება.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "სპარტაკი"-"ფენერბაჰჩეს" მოსკოვური მატჩის დროს რუსმა გულშემატკივრებმა "ლუჟნიკის" ტრიბუნებზე ქემალ ათათურქის სურათი დაწვეს.

ამას მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალურ საიტზე თავდასხმა მოჰყვა. სავარაუდოდ, ჰაკერული შეტევა "ფენერბაჰჩეს" აღშფოთებულმა გულშემატკივრებმა განახორციელეს.

"დაუყოვნებლივ მოიხადეთ ბოდიში თურქი ხალხის წინაშე. ფიფა ამას უყურადღებოდ ტოვებს, მაგრამ ჩვენ დანაშაულს დაუსჯელს
არ დავტოვებთ"
, - ნათქვამი იყო სპარტაკელთა საიტის მთავარ გვერდზე დატოვებულ განცხადებაში.

ასევე იხილეთ:
მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალურ ვებ-გვერდს ჰაკერებმა შეუტიეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული