თანაც, ისე ადვილად იგებენ, გეგონებათ სამოყვარულო გუნდს ეთამაშებიან.
გნებავთ ტიკი-ტაკა დაარქვით ამას, გნებავთ ფლამენგო და გნებავთ კორიდა, ფაქტია, რომ ფეხბურთში დღეს პირენეელებს ბადალი არ ჰყავთ და ევროპის სუპერთასის პაექრობამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა;
თუ არ გჯერათ, ჩახედეთ მატჩის სტენოგრამას...
კოლუმბიელ რადამელ ფალკაოს ერთი ტაიმი ეყო ჰეთ-თრიკის შესასრულებლად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა კარში, მეორე ტაიმში ჩეხის კარი მეოთხედ ბრაზილიელმა მცველმა მირანდამ აიღო, კეჰილის გოლი პრესტიჟის გოლად
ევროპის სუპერთასი
ჩელსი-ატლეტიკო 1:4 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ფალკაო (6), 0:2 ფალკაო (19), 0:3 ფალკაო (45), 0:4 მირანდა (60), 1:4 კეჰილი (75).
ჩელსი (4-5-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კოული (90. ბერტრანი), დავიდ ლუიზი, კეჰილი - ლემპარდი, მიკელი, აზარი, რამირესი (46. ოსკარი), მატა (82. სტარიჯი) - ტორესი.
ატლეტიკო (4-5-1): კურტისი - გოდინი, ფილიპე ლუიში, ხუანფრანი, მირანდა - მარიო სუარესი, კოკე (81. რაულ გარსია), არდა თურანი, გაბი, ადრიან ლოპესი (56. კრისტიან როდრიგესი) - ფალკაო (87. ემრე ბელოზოღლუ).
გაფრთხილება: ივანოვიჩი (ჩელსი).
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12(7)-12(18); ბურთის ფლობა: 58%-42%.
აქაც ესპანელები, აქაც ადვილად... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"