"ამ მატჩს მოუთმენლად ველი, რადგან ჩემპიონთა ლიგაში აქამდე არასდროს მითამაშია. ამასთან, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა.
"ბაიერნი" გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და წელს ამ ტურნირის მთავარი ფავორიტია. ასე რომ, გასაგებია, რომ ტურნირის გამარჯვებით დაწყებას ვგეგმავთ.
თუმცა "ვალენსია" საკმაოდ რთული მეტოქეა. მათ ძალიან მობილური და ტაქტიკურად კარგად აწყობილი გუნდი ჰყავთ", - განაცხადა ხავი მარტინესმა.