ლიონელ მესი: ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე განაცხადა, რომ კატალონიელები ტურნირის ფინალში აპირებენ გასვლას, რომელიც "უემბლიზე" გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" მოსკოვის "სპარტაკს" 19 სექტემბერს უმასპინძლებს.

"ლონდონი და "უემბლი", სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, ჩემთვის განსაკუთრებული ადგილებია.

ამ ტურნირის ფინალში გასვლა ძალიან რთული იქნება ნებისმიერი გუნდისთვის. თუმცა "ბარსელონას" თითოეუ
ლი ფეხბურთელი მაქსიმუმს გაიღებს ევროთასებზე გამარჯვებისთვის.

იოლი მატჩი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში არ არსებობს. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ ჩვენთვის ამ ტურნირში ნებისმიერ გუნდს შეუძლია პრობლემების შექმნა",
- თქვა მესიმ.

მომზადებულია uefa.com-ის
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული