"სასტარტო შემადგენლობა ძალიან განსხვავებული არ იქნება. იმ მოთამაშეებს, რომლებიც სათანადო ფორმაში არ იმყოფებიან, მოედანზე არ გამოვუშვებ. მოედანზე ყველა უძლიერესი ფეხბურთელი გამოვა, რათა ბრწყინვალე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მეტოქესთან იბრძოლოს.
ესპანეთის ჩემპიონატის წარუმატებელი სტარტისათვის პასუხისმგებელი, პირველ რიგში, მე ვარ. ასეა, როდესაც ვიმარჯვებთ, ერთად ვიმარჯვებთ; ხოლო თუ წავაგეთ, პირველს მე მადანაშაულებენ. სევილიაში დამარცხებამდე მოთამაშეებს ეს უკვე ვუთხარი, მაგრამ ვეცადე, ისინი არ გამეკრიტიკებინა.
ფეხბურთი ყოველდღიური საქმიანობაა და ჩატარებულ მატჩებზე
მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა უკვე არცთუ ცოტა ტიტული მოვიგეთ. ჩვენ ყველანი პროფესიონალები ვართ, ტიტულებიც გვაქვს და ფინანსური სტაბილურობაც. უარყოფითმა რეაქციებმა და გარეშე ზეგავლენამ ძალიან არ უნდა დაგვთრგუნოს. ჩემზე ზეწოლას ვერავინ ახორციელებს.
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩი ზუსტად ისეთივე მოტივაციას მძენს, როგორც "ხეტაფესთან" შეხვედრა. ჩემპიონთა ლიგის მოგების შესაძლებლობა ისეთივე მოტივაციით მავსებს, როგორც ნებისმიერი ცალკეული მატჩი. მოტივაცია სამუშაოს ნაწილია", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.
ასევე იხილეთ:
იწყება თავდავიწყება! პირველი ტურის პირველი დღის მშვენება "რეალი"-"სიტია"