ჯონ ტერი ტურინის "იუვენტუსთან" სათამაშოდ მზადაა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მცველი ჯონ ტერი ტურინის "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის სათამაშოდ მზადაა.

პრემიერლიგის ბოლო დაპირისპირებაში "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" მან მუხლში მტკივნეული დარტყმა მიიღო და არსებობდა შესაძლებლობა, რომ ლონდონური კლუბის წამყვან მოთამაშეს "ბებერი ქალბატონის" წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩი გამოეტოვებინა.

თუმცა 17 სექტემბრის საღამოს მან უკვე ივარჯიშა და მოახლოებულ მატჩში მის თამაშს ხელს არაფერი უშლის.

გუნდთან ერთად ივარჯიშეს ჯონ ობი მიკელმა და ხუან მატამაც, რომლებსაც ასევე ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდათ.

ასევე იხილეთ:
იწყება თავდავიწყება! პირველი ტურის პირველი დღის მშვენება
"რეალი"-"სიტია"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული