ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონთა დაპირისპირებისთვის ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვეძლო გვეწოდებინა არა მხოლოდ პირველი სათამაშო დღის, არამედ მთლიანად ჯგუფური ეტაპის მშვენება. გულშემატკივრები ამ თამაშისგან ტყუილად არ მოელოდნენ დრამატულ ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს ეროვნულ პირველობაზე არცთუ შთამბეჭდავი სტარტი ჰქონდა.
მადრიდელებისგან განსხვავებით, ჩემპიონატში "სიტის" წაგების სიმწარე ჯერაც გამოუცდია, თუმცა რობერტო მანჩინის გუნდის დაცვის ხაზი კრიტიკას
მადრიდელებს კი, თავის მხრივ, ისტორიაში ერთერთი ყველაზე ცუდი სტარტი გამოუვიდათ და ოთხი ტურის შემდეგ, მათთვის უჩვეული მე-11 ადგილზე დამკვიდრდნენ. მოურინიოს შეგირდებმა უკვე ორჯერ მოასწრეს ფარ-ხმალის დაყრა ("ხეტაფესა" და "სევილიასთან"), შედეგად კი "ბარსელონასთან" 8-ქულიანი ჩამორჩენა მიიღეს.
გულშემატკივრები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩში გუნდები პირველივე წუთებიდან დაანთებდნენ ცეცხლს "ბერნაბეუზე", იმედგაცრუებულნი დარჩებოდნენ - "რეალიც" და "სიტიც" მოვლენათა ფორსირებას არ ჩქარობდნენ. საკამათო არაა, მადრიდელები ფლობდნენ ტერიტოიულ უპირატესობას, მაგრამ სტუმართა ექსპერიმენტული დაცვის ხაზი, "ახალბედა" ნასტასიჩის ჩათვლით, მასპინძელთა პრიმიტიულ იერიშებს უმკლავდებოდა.
ვითარების გამწვავება თავის თავზე კრიშტიანო რონალდომ აიღო, თუმცა მისი ორივე უხერხულ გასროლას ჯო ჰარტი გაუმკლავდა.
პირველი ტაიმის შუაგულში "სიტი" გათამამდა და მეტოქის ნახევარზეც უფრო მეტად მოიკიდა ფეხი. მანჩინის შეგირდებმა გადაცემებში სიზუსტე გამოასწორეს, უმატეს გუნდურ პრესინგს და თამაშმაც მოედნის ცენტრში გადაინაცვლა. რამდენჯერმე მანჩესტერელებმა კონტშეტევის განხორციელებაც სცადეს, თუმცა წინ გაჭრილმა იაია ტურემ, ორივე შემთხვევაში, ბოლო გადაცემის შესრულებისას ვერ ივარგა.
შესვენების შემდეგ ისე ჩანდა, თითქოს "რეალი" იფეთქებდა და მასიურ შეტევას დაიწყებდა, თუმცა სტუმრები ჰარტის კართან შექმნილი ყველა მომენტის ლიკვიდირებას დროულად ახერხებდნენ.
საქმე ბოლოსკენ მიდიოდა და ტრიბუნებზეც უკმაყოფილებამ იმატა, თუმცა სწორედ მაშინ თამაშში გარდატეხა მოხდა და დარჩენილ დროში განვითარებულმა მოვლენებმა ის ბოლო დროის ერთერთ ყველაზე დრამატულ მატჩად აქცია.
ამ ყველაფერს საფუძველი კი მანჩინიმ ჩაუყარა. იტალიელმა თამამად შეცვალა სილვა მეორე ფორვარდ ჯეკოთი, რამაც ნაყოფი უმალ გამოიღო. შეტევის ორგანიზატორად კვლავაც ტურე მოგვევლინა, რომელმაც თავის საჯარიმოსთან ოსტატურად გაუმკლავდა სამ ოპპონენტს, გაიჭრა მეტოქის ნახევარზე და ჯეკოს უზუსტესი და დროული გადაცემა გაუკეთა. საერთოდ, ბოსნიელ ფორვარდს სჩვევია დახანება და შედეგად, კარგი მომენტების გაფუჭება, თუმცა ამჯერად ედინმა ცივსისხლიანად იმოქმედა და კასილიასს გაუტანა - 0:1.
შეხვედრის დასრულებამდე ოც წუთზე ცოტა მეტი რჩებოდა, თუმცა თამამად შეიძლებოდა თქმა, რომ ეს ამ მატჩში პირველი და უკანასკნელი გოლი არ იქნებოდა. იგრძნობოდა, რომ ეს მხოლოდ გაახელებდა "რეალს", რომელმაც ალბათ კარგად უწყოდა, რომ ამ სეზონში "სიტი" მოედნიდან გაშვებული გოლის გარეშე არ გადის...
მართლაც, "სიტიმ" კარი მშრალად ვერც ამჯერად შეინახა. იქამდე კი ტურეს სტუმართა დაწინაურება ორი ბურთით შეეძლო. ამ შემთხვევაში იაია არა ასისტენტის, არამედ შეტევის დამაგვირგვინებლის როლში მოგვევლინა, თუმცა გადამწყვეტი დარტყმა არ გამოუვიდა.
სამაგიეროდ გოლი საპირისპირო მხარეს მომენტალურად გავიდა - მარსელომ მესამე ცდიდან მაინც მოახერხა ჰარტის გაწბილება - 1:1.
"რეალი" გაშმაგდა, მეტოქის საჯარიმოს მიეძალა, სადაც მომენტებს მრავლად ქმნიდა, მაგრამ "სიტიმ" შეძლო თამაშის დაწყნარება და მოვლენების მოედნიც ცენტრში გადატანა.
ალბათ, თამაში ფრედ დასრულდებოდა, კოლაროვს "თავხედურად" რომ არ გაეტანა. სერბმა სტანდარტული მდგომარეობიდან ჩაწოდების ნაცვლად, ეშმაკურად გაუშვა ბურთი შორეული კუთხისკენ, რაც კასილიასისთვის ნამდვილი "აღმოჩენა" გახდა - 1:2.
წუთის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ამ გოლმა მხოლოდ მძინარე მხეცი გააღვიძა. მადრიდელებმა ყველა ბოლოდროინდელი წყენა, იმედგაცრუება და ბოღმა ერთად მოკრიბეს და ინგლისელებთან ამოანთხიეს - შედეგად, დარჩენილ 5 წუთში "სიტის" დაცვა დაიფლითა.
ჯერ შეცვლაზე შემოსულმა ბენზემამ ახლო კუთხეში ბრწყინვალე დარტყმით აიღო ჰარტის კარი, შემდეგ კი მხსნელის როლში "რეალს" რონალდო მოევლინა - 3:2.
დაბოლოს, "სევილიასთან" (0:1) წაგებული თამაშის შემდეგ მოურინიო წუწუნებდა, გუნდი არ მყავსო. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ამ შეხვედრამ საპირისპირო დაგვანახა.
18.09. ჩემპიონთა ლიგა. I ტური
A ჯგუფი
დინამო (ზ)-პორტუ 0:2
დინამო /ზ/ (4-4-2): კელავა - ვიდა, ტონელი, შიმუნიჩი, პივარიჩი - ადემი (58. ბეჩირაი), კალელო (81. კოვაჩიჩი), სამირი, ბროზოვიჩი - რუკავინა (67. კარასკო), კოპი.
პორტუ (4-3-3): ელტონი - ლოპესი, მაიკონი, ოტამენდი, ალექს სანდრო - ლუჩო გონსალესი, დეფური, მოუტინიო - ვარელა (72. აცუ), მარტინესი (78. კლებერი), როდრიგესი (88. მანგალა).
გოლები: 0:1 ლუჩო გონსალესი (41), 0:2 კლებერი (92)
გაფრთხილება: 0:0; კუთხური: 7-9; ჯარიმა: 6-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7(3)-17(5); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 35 000
პსჟ-დინამო (კ) 4:1
პსჟ (4-1-4-1): სირიგუ - ჟალე, ალექსი, ტიაგო სილვა (81. კამარა), მაქსველი - ვერატი - მენეზი (77. ნენე), შანტომი, მატუიდი, პასტორე - იბრაჰიმოვიჩი (73. ლავეცი).
დინამო /კ/ (4-2-3-1): კოვალი - დანილო სილვა, ხაჩერიდი, მიხალიკი (46. ბეტაო), ტაივო - გარმაში (53. ვუკოიევიჩი), მიგელ ველოზო - იარმოლენკო, კრანჩარი (77. გუსევი), რაფაელი - იდეიე.
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (19-პენ), 2:0 ტიაგო სილვა (30), 3:0 ალექსი (33), 3:1 მიგელ ველოზო (86), 4:1 პასტორე (91)
გაფრთხილება: ნენე
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 15(8)-7(1); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 42 000
B ჯგუფი
მონპელიე-არსენალი 1:2
მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი - ბოკალი, იანგა-მბივა, ჰილტონი, ბედიმო - ესტრადა (78. ერერა), საი - მუნიე (67. ფანა), ბელჰანდა, კაბელა - კამარა (78. სტამბული).
არსენალი (4-2-3-1): მანონე - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, ვერმაელენი, გიბსი - დიაბი, არტეტა - ჟერვინიო, კასორლა (90. უოლკოტი), პოდოლსკი (90. კოკელინი) - ჟირუ (76. რემსი).
გოლები: 1:0 ბელჰანდა (9-პენ), 1:1 პოდოლსკი (16), 1:2 ჟერვინიო (18)
გაფრთხილება: იანგა-მბივა, ბელჰანდა - დიაბი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 17(4)-7(4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 35 000
ოლიმპიაკოსი-შალკე 1:2
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): მეგიერი - ტოროსიდისი, კონტრერასი, მანოლასი, ჰოლებასი - მოდესტო (69. გრეკო), მანიატისი - აბდუნი (69. მიტროღლუ), ფუსტერი (58. იბაგასა), პაულო მაჩადო - ჯებური.
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - ჰიოვედესი, კ. პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი (90. ჰიოგერი), ნოიშტედტერი - ფარფანი (94. დრაქსლერი), ჰოლტბი, ბარნეტა (79. აფელაი) - ჰუნტელაარი.
გოლები: 0:1 ჰიოვედესი (41), 1:1 აბდუნი (58), 1:2 ჰუნტელაარი (59)
გაფრთხილება: მანოლასი, იბაგასა - ჰიოვედესი, ჯონსი, უნერშტალი, ფუხსი
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13(3)-18(4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 30 922
C ჯგუფი
მილანი-ანდერლეხტი 0:0
მილანი (4-3-1-2): აბიატი - დე სილიო, ბონერა (74. იეპესი), მექსე, ანტონინი - ფლამინი, ნ. დე იონგი, ნოჩერინო - ბოატენგი (60. ელ შაარავი) - პაცინი, ემანუელსონი (78. კონსტანტი).
ანდერლეხტი (4-4-1-1): პროტო - ჟილე, ვასილევსკი, ნიუტინკი, დეშახტი - ბრუნო (77. იუჰაში), ბილია, კუიატე (78. პრაეტი), კლიესტანი - კანუ (89. იაკოვენკო) - მბოკანი.
გაფრთხილება: ფლამინი, მექსე - ვასილევსკი, კლიესტანი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12-8 (5-2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 20 000
მალაგა-ზენიტი 3:0
მალაგა (4-4-2): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ხოაკინი (84. დუდა), ნაჩო კამაჩო, პორტილიო (46. იტურა), ელიზეუ - ისკო, სავიოლა (61. სანტა კრუსი)
ზენიტი (4-3-3): მალაფეევი - ანიუკოვი, ბრუნო ალვეში, ლომბაერტსი, ლუკოვიჩი (40. ბისტროვი) - შიროკოვი (86. ლუმბი), დენისოვი, ზირიანოვი (75. ჯორჯევიჩი) - ფაიზულინი, კერჟაკოვი, ჰალკი.
გოლები: 1:0 ისკო (3), 2:0 სავიოლა (13), 3:0 ისკო (76)
გაფრთხილება: დემიკელისი, სავიოლა - ჰალკი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 15-11 (9-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 28 000
D ჯგუფი
დორტმუნდი-აიაქსი 1:0
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი (89. ლაიტნერი), კელი - ბლაშჩიკოვსკი (73. პერიშიჩი), გიოტცე (88. შიბერი), როისი - ლევანდოვსკი.
აიაქსი (4-3-3): ვერმეერი - ვან რინი, ალდერვეირელდი, მოისანდერი, ბლინდი - ს. დე იონგი, კ. პოულსენი, ერიქსენი - სანა (89. სულეიმანი), ბაბელი (79. შონი), ბოირიხტერი.
გოლი: 1:0 ლევანდოვსკი (87)
გაფრთხილება: სანა, ვან რინი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 15-3 (8-2); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 80 500
რეალი-მან. სიტი 3:2 (იხილეთ ვიდეო)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, ვარანი, მარსელო - ხედირა (73. მოდრიჩი), ჩაბი ალონსო - დი მარია, ესიენი (65. იოზილი), რონალდო - იგუაინი (73. ბენზემა).
მანჩესტერ სიტი (4-1-4-1): ჰარტი - მაიკონი (74. მაიკონი), კომპანი, ნასტასიჩი, კლიში - ხავი გარსია - სილვა (62. ჯეკო), ი. ტურე, ბერი, ნასრი (37. კოლაროვი) - ტევესი.
გოლები: 0:1 ჯეკო (69), 1:1 მარსელო (76), 1:2 კოლაროვი (85), 2:2 ბენზემა (87), 3:2 რონალდო (90)
გაფრთხილება: ხავი გარსია, კომპანი, ჯეკო
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 22-5 (11-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 67 000
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ჯობს მოედანზე მოკვდე, ვიდრე თამაშის საკუთარი ფილოსოფია დათმო
კრიშტიანო რონალდო: მაშინ ვზეიმობ, როდესაც საზეიმოა
რობერტო მანჩინი: დასანანი ისაა, "რეალთან" ბოლო სამ წუთში რომ წააგებ
ედინ ჯეკო: "მანჩესტერ სიტის" მადრიდის "რეალთან" არ უნდა წაეგო
მასიმილიანო ალეგრი: ”მილანის” ირგვლივ ატეხილი ხმაური, გუნდს ვერ დაეხმარება
ტიაგო სილვა: ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ში ვთამაშობ