ედინ ჯეკო: "მანჩესტერ სიტის" მადრიდის "რეალთან" არ უნდა წაეგო

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი ედინ ჯეკო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით მატჩში მადრიდის "რეალთან" დამარცხებით ძალიან იმედგაცრუებული იყო.

რობერტო მანჩინის შეგირდები შეხვედრას ორჯერ იგებდნენ, მაგრამ თამაშის მოედნის ცენტრიდან განახლება სამჯერ მოუხდათ.

"დავწინაურდით, შემდეგ ისევ ვიგებდით მას შემდეგ, რაც მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა. თუ მნიშვნელოვანი ტიტულების მოგება გვინდა, მსგავსი რამ არ უნდა გვემართებოდეს.

უფრო მეტად უნდა გავძლიერდეთ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ გუნდს გამოცდილება არ ჰყოფნიდა.

სამი-ოთხი წუთის განმავლობაში ძალიან იოლად დავმარცხდით"
, - თქვა ჯეკომ.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული