რობერტო დი მატეო: ვეცდებით, შეუძლებელი გავაკეთოთ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი რობერტო დი მატეო ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებას ისახავს მიზნად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ასეთი რამ "მილანმა" 1988-89 წლების და 1989-90 წლების სეზონში მოახერხა.

"ბოლო დროს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება ვერავინ მოახერხა, მაგრამ ჩვენ შეუძლებელის გაკეთებას ვეცდებით.

ამჟამად ჩემპიონთა ლიგაში ძალიან მაღალი კონკურენციაა: თითოეულ სეზონში ტურნირს ახალი ძლიერი გუნდები ემატებიან, ისეთები, როგორებიც პსჟ და "იუვენტუსია".

ჩვენს ჯგუფში სამი ევროპული ლიგის ჩემპიონი თამაშობს და მიმდინარე სეზონში კონკურენცია გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებაში", - განაცხადა
იტალიელმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული