მატიე ფლამინი: "მილანი" მუდმივად უნდა იგებდეს

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველი მატიე ფლამინი "ანდერლეხტთან" შეხვედრაში თავისი თამაშით კმაყოფილი დარჩა.

"მეტოქეს სახიფათო მომენტების შექმნის საშუალებას არ ვაძლევდით და ამასთან, საკმაო რაოდენობის სახიფათო ეპიზოდი შევქმენით. მხოლოდ გოლის გატანა დაგვაკლდა. ჩემი მოქმედებით კმაყოფილი ვარ, ჩემპიონთა ლიგაში ხომ გასულ სეზონში მიღებული ტრავმის გამო დიდი ხანია, არ მითამაშია.

"მილანმა" თითოეული მატჩი უნდა მოიგოს და მესმის იმ გულშემატკივრების, რომლებიც ფინალური სასტვენის შემდეგ იმედგაცრუებულები იყვნენ.

ამასთან, მეჩვენება, რომ ჩვენი თამაში უმჯობესდება, განსაკუთრებით, დაცვასა და თავდასხმას შორის ბალანსის მხრივ. მწვრთნელი გვთხოვს, ასევე გავაგრძელოთ: მუხლჩაუხრელად ვიმუშავოთ და იმედი
ვიქონიოთ, რომ შემდგომში გოლს გავიტანთ", - განაცხადა ფლამინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული