რობერტო დი მატეო: იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ფრე სამართლიანი შედეგია

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი რობერტო დი მატეო მიიჩნევს, რომ ტურინის "იუვენტუსთან" (2:2) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის შედეგი სამართლიანია.

"ძალიან კარგი თამაში იყო. მატჩის ბოლოს მოგების შანსი როგორც ერთ, ისევე მეორე გუნდს ჰქონდა. მესამე გოლის გატანის შანსი გვქონდა და მატჩის ბედიც გადაწყდებოდა, მაგრამ მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგია. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ. მატჩის მოგების კარგი შანსი გვქონდა, საბოლოოდ კი მხოლოდ ქულა მოვიპოვეთ. თუმცა ვიცოდით, რომ მაღალი კლასის გუნდი დაგვიპირისპირდებოდა, რომლის შემადგენლობაშიც ბევრი კარგი ფეხბურთელია.

რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რაც გაშვებულ გოლებად დაგვიჯდა, მაგრამ მეტოქემ მოედანზე სწრაფი გადაადგილების ცოდნა და შეტევის დაგვირგვინების ოსტატობა გამოავლინა. ჩვენგან ოსკარი საუკეთესო იყო. ჩვენ იმ მატჩს ველოდით, რომელშიც მასზე დაყრდნობა შეგვეძლებოდა და მანაც ნდობა გაამართლა. ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა და ორი გოლი გაიტანა. მეორე გოლი, უბრალოდ, ბრწყინვალე იყო.

ოსკარი ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდის წამყვანი ფეხბურთელი იყო. ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც უკვე ბრაზილიის ნაკრებში თამაშობს, სადაც მოხვედრა იოლი სულაც არ არის. ძალიან გვიხარია, რომ ის ჩვენს გუნდში თამაშობს", - განაცხადა დი მატეომ.

ასევე იხილეთ
ჩელსი-იუვენტუსი 2:2 - "სინიორა" დაბრუნდა და ეს მხოლოდ დასაწყისია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული