აღსანიშნავია, რომ იტალიელები, რომლებიც კორუფციულმა სკანდალმა რამდენიმე წლით უკან დახია, მხოლოდ ახლა დაუბრუნდნენ ელიტას. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, გულშემატკივარი და სპეციალისტები ფრიად საინტერესო თამაშის მოლოდინში იყვნენ და იმედი არც გაუცრუვდათ (იხილეთ ვიდეო).
ლონდონელებს კონტინენტის უძლიერესი კლუბის სტატუსი აიძულებდათ, წინ წასულიყვნენ და სასტარტო სასტვენისთანავე ასეც მოიქცნენ. "ლურჯების" შეტევების სული და გული ედენ აზარი იყო. ოღონდ ახალგაზრდა ნახევარმცველმა თავი
თუმცა, ამავდროულად, "ჩელსის" რიგებში გამოჩნდა ინდივიდუალისტი, რომლის ეგოიზმმა მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობა მატერიალურში გარდასახა. 30-ედან 33-ე წუთამდე პერიოდში ოსკარმა ორი ყუმბარისებური დარტყმით "იუვენტუსი" ნოკდაუნში ჩააგდო. თუკი პირველ ეპიზოდში ოსკარს რიკოშეტი (ბონუჩიზე) დაეხმარა, სამი წუთის შემდეგ ისეთი ჩაახვია, ჯანლუიჯი ბუფონს მთელი თავისი ოსტატობა და გამოცდილება არ ეყო კარის გადასარჩენად.
ასეთმა ცივმა შხაპმა იტალიელები შოკში ჩააგდო და მასპინძლებს ფორტუნაც რომ დახმარებოდათ... მაგრამ ამოქმედდა ძველი საფეხბურთო კანონი და შესვენებამდე შვიდი წუთით ადრე "ბებერ ქალბატონს" დადებითი შედეგის მიღწევის იმედი ჩაესახა.
მასპინძელთა საჯარიმოს მისადგომებთან ბურთიანად სოლორეიდი არტურო ვიდალმა შეასრულა, რომელმაც გააბრიყვა მეტოქის ორი ცენტრალური მცველი და ჯონ ტერის ფეხებშიც ბურთი ზუსტად გააძვრინა - 2:1.
მეორე ტაიმის დასაწყისში "ჩელსი" ინიციატივას კვლავაც ფლობდა, მაგრამ ამას უფრო ინერციით აკეთებდა. შემდეგ კი კონტეს შეგირდებმა თამაში ნელ-ნელა გაათანაბრეს, მეორე ტაიმის შუაში კი სულაც თავად გაბატონდნენ.
მსაჯის საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე შეცვლაზე შემოსული ფაბიო კვალიარელა ლონდონელ მცველებს ზურგიდან გაეპარა, ერთი-ერთზე გავიდა ჩეხთან და ანგარიში გაათანაბრა - 2:2.
შეხვედრის ბოლოს ლონდონელებმა შტურმის მოწყობა სცადეს, თუმცა დარჩენილ ხუთ წუთში დითირამბები არა "ჩელსის" თავდამსხმელებს, არამედ "იუვენტუსის" მცველებს უფრო ეკუთვნოდათ, რომლებიც თავიანთ საქმეს ბრწყინვალედ ასრულებდნენ. განსაკუთრებით გამოსარჩევი ჯორჯო კიელინია.
საბოლოო ჯამში, იტალიელებმა "სტემფორდ ბრიჯზე" ფრე დაიმსახურეს, რომელიც თამამად შეუძლიათ წარმატებად ჩათვალონ. ჩვენ კი დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "იუვე" დაუბრუნდა ელიტას და ეს მხოლოდ დასაწყისია!
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური. ოთხშაბათის მატჩები
E ჯგუფი
ჩელსი-იუვენტუსი 2:2
ჩელსი (4-3-2-1): ჩეხი - ივანოვიჩი, დავიდ ლუიზი, ტერი, კოული - რამირესი (69. ბერტრანი), ობი მიკელი, ლემპარდი - აზარი, ოსკარი (74. მატა) - ტორესი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი (77. ისლა), ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ჯოვინკო (80. კვალიარელა), ვუჩინიჩი (88. მატრი).
გოლები: 1:0 ოსკარი (31), 2:0 ოსკარი (33), 2:1 ვიდალი (38), 2:2 კვალიარელა (80).
გაფრთხილება: რამირესი - ვიდალი.
კუთხური: ; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10-12(7-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 42 000
შახტარი-ნორდსიელანდი 2:0
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, რატი - ჰუბშმანი, ფერნანდინიო - მხითარიანი, ლისინიო (70. ალექს ტეიშეირა), ვილიანი (81. დუგლას კოშტა) - ლუიზ ადრიანო (75. დევიჩი).
ნორდსიელანდი (4-2-3-1): ჰანსენი - მტილიგა, რუნიე, ოკორე, პარხურსტი - სტოკჰოლმი, ადუ - ჯონი (81. ლაუდრუპი), კრისტენსენი (62. კრისტიანსენი), ლორენტცენი (72. ნორდსტანდი) - ბექმანი.
გოლები: 1:0 მხითარიანი (44), 2:0 მხითარიანი (76).
გაფრთხილება: სრნა, ლუიზ ადრიანო - ჰანსენი, მტილიგა, ლორენტცენი, კრისტენსენი, ჯონი.
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 20-3(8-3); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 62 000
F ჯგუფი
ლილი-ბატე 1:3
ლილი (4-2-3-1): ლანდრო - დებუში (85. სიდიბე), ბაშა, ჩედუ, დინე - ბელმონი, მავუბა - კალუ, მარტენი (46. რუ), პაიე - დე მელო (46. მენდეში).
ბატე (4-4-2): გორბუნოვი - ვოლოდკო, რადკოვი, სიმიჩი, პოლიაკოვი - ბორდაჩევი, ოლეხნოვიჩი, ლიხტაროვიჩი (66. სივაკოვი), პავლოვი (80. ბრესანი) - გლები, როდიონოვი (89. მოზოლევსკი).
გოლები: 0:1 ვოლოდკო (6), 0:2 როდიონოვი (20), 0:4 ოლეხნოვიჩი (43), 1:3 ჩედუ (60).
გაფრთხილება: დინე, მავუბა, პაეტი, რუ - პოლიაკოვი, პავლოვი, ოლეხნოვიჩი, როდიონოვი.
კუთხური: 10-0; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 16-6(8-5); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 30 000
ბაიერნი-ვალენსია 2:1
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი - ხავი მარტინესი (69. ლუის გუსტავო), შვაინშტაიგერი - რობენი, კროოსი, რობერი (46. მიულერი) - პიზარო (63. მანჯუკიჩი).
ვალენსია (4-4-2): დიეგო ალვეში - ჟოაო პერეირა, რიკარდო კოშტა, რამი, სისოკო - ფეგული, დანი პარეხო, ტინო კოსტა, გუარდადო (71. ვიერა) - ჟონასი (63. ვალდესი), სოლდადო (88. ბარაგანი).
გოლები: 1:0 შვაინშტაიგერი (38), 2:0 კროოსი (76), 2:1 ვალდესი (90).
გაფრთხილება: რიკარდო კოშტა, ტინო კოსტა (ვალენსია).
გაძევება: რამი (90. ვალენსია).
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 21-17; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 11-3(7-2); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 68 000
G ჯგუფი
ბარსელონა-სპარტაკი 3:2
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - ადრიანო, მასკერანო, პიკე (12. სონგი), დანი ალვეში (63. ა. სანჩესი) - ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ჩავი - ტელიო (74. ვილია), მესი, პედრო.
სპარტაკი (4-2-3-1): დიკანი - დ. კომბაროვი, ინსაურალდე, სუხი, კ. კომბაროვი (46. მაკეევი) - კალსტრიომი (79. ხურადო), კარიოკა - მაკგიდი, რომულო, არი (83. ძიუბა) - ემენიკე.
გოლები: 1:0 ტელიო (14), 1:1 ალვეში (29-ს.კ-ში), 1:2 რომულო (58), 2:2 მესი (71), 3:2 მესი (80)
გაფრთხილება: სონგი - კ. კომბაროვი, კალსტრიომი, ემენიკე, რომულო, სუხი
კარში დარტყმა: 13-4 (6-2) კუთხური: 8-3 თამაშგარე: 4-1 ჯარიმა: 5-16 ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 73 580
სელტიკი-ბენფიკა 0:0
სელტიკი (4-4-2): ფორსტერი - ლუსტიგი (63. რონე), მალგრიუ, უილსონი, მეტიუზი - ისაგირე (66. ჰუპერი), ბრაუნი, ვანიამა, კომონსი - მიკუ, ფორესტი.
ბენფიკა (4-3-3): არტური - ალმეიდა, გარაი, ჟარდელი, მელგარეჟო - მატიჩი, აიმარი (62. კარდოსო), პერესი - გაიტანი (82. ნოლიტო), სალვიო, მორენო (70. სეზარი).
გაფრთხილება: ვანიამა, ისაგირე, ბრაუნი - მატიჩი, აიმარი, სეზარი
კარში დარტყმა: 4-8 (1-3) კუთხური: 9-10 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 15-20 ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 57 759
H ჯგუფი
ბრაგა-კლუჟი 0:2
ბრაგა (4-2-3-1): ბეტუ - ისმაილი, ვინისიუსი, კოელიუ, სალინო (70. სეზარი) - ვიანა (64. ზე ლუისი), კუშტოდიუ - რუბენ მიკაელი, მოსორო, ალანი (46. ბარბოსა) - ედერი.
კლუჟი (4-4-2): ფელგეირაში - პინტუ, კადუ, რადა, კამორა - სუგუ (46. აგურეგარაი), მურეშანი, ალბერტო (65. გოდემეჩი), სეპსი - ბასტოსი (79. რუი პედრო), კაპეტანოსი.
გოლები: 0:1 ბასტოსი (19), 0:2 ბასტოსი (34),
გაფრთხილება: ბარბოსა - ფელგეირაში, ბასტოსი
კარში დარტყმა: 20-7 (10-2) კუთხური: 6-3 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 8-18 ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 24 000
მანჩესტერ იუნ-გალათასარაი 1:0
მანჩესტერ იუნ (4-4-2): დე ხეა - რაფაელი ევანსი, ვიდიჩი, ევრა - ვალენსია, სქოულზი (79. ფლეტჩერი), კერიკი, ნანი - ვან პერსი (81. ერნანდესი), კაგავა (84. უელბეკი).
გალათასარაი (4-4-2): მუსლერა - ებუე, ნუნკეუ, კაია, ბალტა - ჰ. ალტინტოპი, მელო (79. ილმაზი), ინანი, ამრაბატი (63. კოლაკი) - ილმაზი, ბულუტი (16. ელმანდერი)
გოლი: 1:0 კერიკი (7)
გაფრთხილება: ევრა, ვიდიჩი, ვან პერსი - მელო
კარში დარტყმა: 13-11 (6-4) კუთხური: 7-7 თამაშგარე: 2-3 ჯარიმა: 22-8 ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 74 653