ტიტო ვილანოვა: მოსკოვის "სპარტაკის" დაცვის გარღვევა იოლი არ ყოფილა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ მოსკოვის "სპარტაკთან" (3:2) კატალონიელთა რთული გამარჯვება შეაფასა.

"ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ეს თამაში იდეალურისგან შორსაა. ჩვეულად ვმოქმედებდით, თავისუფალ ზონებს ვპოულობდით. ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ ჩვენმა მოთამაშეებმა მოედანზე მიმდინარე მოვლენებზე სწორი რეაგირება მოახდინეს.

თავს კარგად ვგრძნობ. ასეთი ტურნირის მოგებით დაწყება მნიშვნელოვანია. "სპარტაკის" დაცვის გარღვევა საკმაოდ რთული იყო. ამასთან, რამდენჯერმე მეტოქემ სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა.

ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. ასეთი სტილით ბევრი გუნდი მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ თამაშობს. ჟერარდ პიკემ ტრავმა მიიღო და მას რომელიმე სათადარიგო ფეხბურთელი
შეცვლის. იმედი მაქვს, ის მალე დაგვიბრუნდება, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მოედანზე რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს გამოვიყვანთ", - განაცხადა ვილანოვამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული