"ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ეს თამაში იდეალურისგან შორსაა. ჩვეულად ვმოქმედებდით, თავისუფალ ზონებს ვპოულობდით. ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ ჩვენმა მოთამაშეებმა მოედანზე მიმდინარე მოვლენებზე სწორი რეაგირება მოახდინეს.
თავს კარგად ვგრძნობ. ასეთი ტურნირის მოგებით დაწყება მნიშვნელოვანია. "სპარტაკის" დაცვის გარღვევა საკმაოდ რთული იყო. ამასთან, რამდენჯერმე მეტოქემ სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა.
ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. ასეთი სტილით ბევრი გუნდი მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ თამაშობს. ჟერარდ პიკემ ტრავმა მიიღო და მას რომელიმე სათადარიგო ფეხბურთელი