"კარგი მატჩი ჩავატარეთ და ფრე დავიმსახურეთ, რაც ძალიან გვიხარია. "ჩელსის" შეეძლო, კიდევ გაეტანა, მაგრამ მატჩის ბოლოს ჩვენც კარგად გამოვიყურებოდით - ვუტევდით და გამარჯვების მოპოვებას ვცდილობდით. ფრე სულაც არ არის ცუდი შედეგი.
გვიხარია, რომ კვლავ ჩემპიონთა ლიგაში ვასპარეზობთ. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ ბოლოჯერ ვითამაშეთ. ეს იმედგაცრუების ორი წელი იყო, მაგრამ გასული სეზონი ჩვენთვის ძალიან წარმატებული გამოდგა და დაბრუნებაც დავიმსახურეთ", - განაცხადა ტურინელთა კარის დარაჯმა.
ასევე
ჩელსი-იუვენტუსი 2:2 - "სინიორა" დაბრუნდა და ეს მხოლოდ დასაწყისია! [VIDEO]