"სელტიკმა" მოსკოვის "სპარტაკს" სტუმრად სძლია

AutoSharing Option
2 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის მეორე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც მოსკოვის "სპარტაკმა" გლაზგოს "სელტიკს" უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ "სპარტაკში" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ირიცხება, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალგაზრდა ნახევარმცველი უნაი ემერის განაცხადში ვერ მოხვდა.

რაც შეეხება მატჩს, თადაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ. მე-12 წუთზე გოლი ჰუფერმა გაიტანა, ხოლო შეხვედრის 41-ე წუთზე ანგარიში ემენიკემ გაათანაბრა.

მატჩის მეორე ტაიმში ემენიკემ დუბლის გაფორმება შეძლო, თუმცა შოტლანდიელებმა მეტოქეს წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწიეს და 71-ე წუთზე ფორესმა მასპინძელთა კარი აიღო. 90-ე წუთზე კი მატჩს საბოლოო წერტილი სამარასმა დაუსვა
2-3.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული