შეგახსენებთ, რომ "სპარტაკში" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ირიცხება, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალგაზრდა ნახევარმცველი უნაი ემერის განაცხადში ვერ მოხვდა.
რაც შეეხება მატჩს, თადაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ. მე-12 წუთზე გოლი ჰუფერმა გაიტანა, ხოლო შეხვედრის 41-ე წუთზე ანგარიში ემენიკემ გაათანაბრა.
მატჩის მეორე ტაიმში ემენიკემ დუბლის გაფორმება შეძლო, თუმცა შოტლანდიელებმა მეტოქეს წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწიეს და 71-ე წუთზე ფორესმა მასპინძელთა კარი აიღო. 90-ე წუთზე კი მატჩს საბოლოო წერტილი სამარასმა დაუსვა