პსჟ-მა ეზეკიელ ლავეცი დაკარგა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის"  ფეხბურთელმა ეზეკიელ ლავეციმ "პორტუსთან" (0:1) შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ 7 წუთი გაატარა, რომლის განმავლობაშიც ბარძაყის კუნთი დაიშავა.

"პორტუსთან" დაპირისპირებაში არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა უკვე მე-80 წუთზე  კუნთის დაჭიმვის გამო იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა.

"ეს ტრავმა მისი ბოლო ტრავმისგან განსხვავდება, თუმცა მის სიმძიმეზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

მოდით, სამედიცინო გამოკვლევის შედეგებს დაველოდოთ",
- განაცხადა "პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ.

ასევე იხილეთ:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "პორტუ" ჯგუფის ფავორიტია
ჩემპიონთა ლიგა. ოთხშაბათის მატჩები: რონალდოს მორიგი ჰეთ თრიკი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული