"ბარსელონას" ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში "ბენფიკასთან" მოედნიდან გააძევეს და უეფამ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
კატალონიურ კლუბს გასაჩივრების უფლება ჰქონდა, რაც გააკეთა კიდევაც.
აპელაციის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ესპანელი გლაზგოს "სელტიკთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ორივე მატჩს გამოტოვებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.