ანდრეს ინიესტა: უსამართლობა იქნებოდა, "სელტიკთან" რომ არ მოგვეგო

AutoSharing Option
ვიდეო
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ "სელტიკთან" (2:1) ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩზე ისაუბრა.

"გატანილი გოლის შემდეგ "სელტიკი", პრაქტიკულად, ჩაიკეტა. ძალიან რთული იყო მეტოქე გუნდის საჯარიმოში შეღწევა, თუმცა, ვფიქრობ, უსამართლობა იქნებოდა, რომ არ მოგვეგო.

დარწმუნებულები ვიყავით, რომ გავიტანდით და ეს უფრო ადრეც შეიძლებოდა მომხდარიყო. მოკლედ, თამაში საფინალო სასტვენამდე გაგრძელდა.

ძნელია დაცვაზე კონცენტრირება, როცა მთელი გუნდი უტევს, მაგრამ ბარტრა და მასკერანო ქების ღირსნი არიან, რომლებმაც ფანტასტიკურად ითამაშეს.

ჩვენი გვქონდა მიზანი - სამ მატჩში 9 ქულა აგვეღო. ამიტომ ახლა ისეთი მდგომარეობა გვაქვს ჯგუფში, უკეთესს
რომ ვერც ინატრებ", - თქვა ინიესტამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული