ჯანლუიჯი ბუფონი: ბრწყინვალე დარტყმა იყო, მე ვერაფერი დავუპირისპირე

AutoSharing Option
ვიდეო
ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა "ნორდსიელანდთან" (1:1) ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩზე ისაუბრა.

"შედეგისა და გაშვებული გოლის გამო ძალიან გაბრაზებული ვარ. ეს საჯარიმო თავიდან უნდა აგვერიდებინა.

მხოლოდ ასე შეძლო მეტოქემ გოლის გატანა. დარტყმას რაც შეეხება, ის ბრწყინვალე იყო, მე ვერაფერი დავუპირისპირე.

პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლებში გაიმართა, ხოლო მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი გუნდი იყო. შედეგზე ჩვენმა ერთადერთმა შეცდომამ იმოქმედა.

ჩემპიონთა ლიგაში იოლი მატჩები არ არსებობს. "ნორდსიელანდი" "ჩელსისთან" 75 წუთის განმავლობაში თანაბრად თამაშობდა.

ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოესი შეხვედრები მოვიგოთ", -
თქვა ბუფონმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული