"მადრიდში "რეალის" წინააღმდეგ ვთამაშობდით, სადაც შანსი გვქონდა, მაგრამ ევროპაში მთავარია, ბევრი გოლი არ გაუშვა.
შემდეგ ცუდი თამაში ჩავატარეთ "დორტმუნდის" წინააღმდეგ, თუმცა მეტოქეს ბევრი მომენტი არ ჰქონდა.
ჩვენს გუნდს დიდი გამოცდილება არ აქვს ევროსარბიელზე გამოსვლის. ამის მიუხედავად, "სიტის" ბევრმა ფეხბურთელმა ამ ტურნირს ალღო აუღო. ზუსტად ამიტომ უნდა გავიდეთ მეორე ეტაპზე.
მთავარია, ჩვენი შანსი არ გავუშვათ ხელიდან. ბევრი ფიქრობს, რომ "აიაქსთან" იოლი გასეირნება გველის, მაგრამ "აიაქსი" კარგი გუნდია.
ჩემპიონთა ლიგაში ნებისმიერი მატჩი რთულია. თუ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, მაშინ მოვიგებთ", - თქვა მანჩინიმ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. ოთხშაბათის მატჩების წინ