ანხელ დი მარია: მწვრთნელი სადაც მეტყვის, იქ ვითამაშებ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ "დორტმუნდთან" ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მომავალ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"ვიცით, რომ რთული მატჩი გველის, მაგრამ ძალას თუ არ დავზოგავთ, იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ.

ამ ბოლო დროს საქმეები კარგად მიგვდის. კი, პრიმერაში ცუდი სტარტი გვქონდა, თუმცა ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობთ. ჩვენი თამაშით კმაყოფილები ვართ და ყოველ მატჩში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვით.

მოურინიოსთან მომავალ შეხვედრაზე არ მისაუბრია, მაგრამ ნებისმიერ პოზიციაზე სათამაშოდ მზად ვარ.

ჩემთვის მთავარი მოედანზე გასვლაა. ყველა იმ პოზიციაზე, სადაც მწვრთნელი მაყენებს, სიამოვნებით ვთამაშობ და გუნდისთვის ყოველთვის
მაქსიმუმს ვაკეთებ", - თქვა დი მარიამ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. ოთხშაბათის მატჩების წინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული