მარცხის მიუხედავად მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილია

AutoSharing Option
ვიდეო
"მალაგასთან" მარცხის მიუხედავად, "მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი საკუთარი გუნდით კმაყოფილია.

შეგახსენებთ, რომ "როსონერი" სტუმრად "მალაგასთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

"პირველ ტაიმში კარგად ვთამაშობდით, მაგრამ შესვენების შემდეგ მეტოქე გუნდის ნახევარზე ვერ გადავდიოდით, რადგან ის მუდმივად ფლობდა ბურთს.

ეს ტაქტიკა (3-4-3) პირველად გამოვიყენეთ და ვფიქრობ, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. თუმცა დაცვაში "ჩაჯდომა" არ გვმართებდა, უფრო მეტოქის ნახევარზე უნდა გვემოქმედა.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფორმაციით გუნდი უფრო დაცულია. რა თქმა უნდა, ვარჯიშებზე ამ ტაქტიკას დავამუშავებთ.

ვიქნები თუ არა "მილანის" მწვრთნელი "ჯენოასთან" მომავალ მატჩში? ეს
კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ", - თქვა ალეგრიმ.

მომზადებულია La Gazzetta dello sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული