რობერტო მანჩინი: ჯგუფიდან ჩვენი გასვლა სასწაულის ტოლფასი იქნება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ მისმა გათვლებმა გუნდი "აიაქსთან" (1:3) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მარცხამდე მიიყვანა.

"აიაქსი" ჩვენზე კარგად თამაშობდა. ეს ჩემი ბრალია, გუნდი სათანადოდ ვერ მოვამზადე ამ მატჩისთვის. ამ მარცხზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ.

ვფიქრობდი, რომ ერთი სცენარით წარიმართებოდა ყველაფერი, მაგრამ სხვანაირად მოხდა. ასეთ სიტუაციაში ძნელია, რამე შეცვალო.

ჩვენ უფრო ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ასეთ ტურნირში უნდა გაიტანო. ვიმეორებ, ეს ჩემი ბრალია.

არ მგონია, რომ მცველთა რაოდენობა მნიშვნელოვანია. ისინი შეიძლება 3, 4, 5, 6 ან
7 იყვნენ. თუ ვინმეს უნდა ამის გამოყენება, როგორც თავის მართლება, პრობლემა არაა, მაგრამ ჩვენი მარცხის მთავარი მიზეზი ეს არ იყო.

ახლა უფრო გაგვიჭირდება ჯგუფიდან გასვლა, რაც ალბათ უფრო სასწაული იქნება", - თქვა მანჩინიმ.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული