ანდალუსიელებს "პორტუს", "ბარსელონას" და "მანჩესტერ იუნაიტედისგან" განსხვავებით, გოლი არ გაუშვიათ, თუმცა კი 7 გაიტანეს.
ამიტომაც ვუწოდეთ "მალაგას" ევროპის საუკეთესო გუნდი დღეისათვის. "მილანთან" გამარჯვება ისტორიული იყო ესპანელებისათვის. ეს თქვა კიდევაც 31 წლის ვეტერანმა ხოაკინ სანჩესმა თამაშის შემდეგ.
ესპანეთის ნაკრების ყოფილი გარემარბი ამ თამაშის გმირი იყო, თუმცა ჯერ მან პენალტი ააცილა, ზუსტად ისე, როგორც 5
იდეალური ფეხბურთელი
სტატისტიკურად, რა თქმა უნდა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიხედვით, ის იდეალური ფეხბურთელი ასეთია: გოლის ალღო კრიშტიანო რონალდოსი; საგოლე პასები ლუიზ ადრიანოსი (შახტარი); დაჰქრის მოედანზე, როგორც "აიაქსის" დანიელი კრისტიან ერიქსენი; კარგი მეპასეა, როგორც ჩავი; აწოდებს, როგორც ანდრეა პირლო და აქტიურია, როგორც ვიტალი როდიონოვი (ბატე).
იდეალური გუნდი
გააქვს, როგორც "რეალს"; თავს იცავს, როგორც "მალაგა"; ბურთს ათამაშებს, როგორც "ბარსელონა"; თავით თამაშობს, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედი"; ფლანგებს იყენებს, როგორც "ბაიერნი" და აწოდებს, როგორც "იუვენტუსი".
იცით თუ არა, რომ……..
* "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეძლო სამჯერ მოგება, როცა თამაშის განმავლობაში აგებდა.
* "ბარსელონა"-"სელტიკის" მატჩში ბურთის ფლობაში 80% იყო სხვაობა.
* ჯგუფურ ეტაპზე სულ გავიდა 136 გოლი (2,83 მატჩში); კარში ზუსტად დაარტყეს 675-ჯერ (საშ. 14,06); ააცილეს 559-ჯერ (11,65); ჩააწოდეს 520 კუთხური (10,83); 231-ჯერ მოხვდნენ თამაშგარე მდგომარეობაში (4,81); 1 263-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი (26,31); მიიღეს 198 ყვითელი და 6 წითელი ბარათი.
* პირველ ტურში კრიშტიანო რონალდომ კარში 10-ჯერ დაარტყა ზუსტად. ეს კი იმ ტურში 10 გუნდზე უკეთესი მაჩვენებელია.
* "იუვენტუსმა" ზედიზედ მე-8 მატჩი დაასრულა ფრედ.
* კრიშტიანო რონალდოს ყოველ 54 წუთში ერთხელ გააქვს გოლი.
* ედინ ჯეკო ყოველ 26 წუთში ერთხელ ხვდება თამაშგარე მდგომარეობაში.
* კრისტიან ერიქსენი (აიაქსი) ყოველ წუთში 14,5 მეტრს დარბის საშუალოდ.
* ჩავიმ გააკეთა 405 ზუსტი პასი, მეორე ადგილზე მყოფმა მარკო ვერატიმ (პსჟ) კი თითქმის ნახევარი - 205.
* ანდრეა პირლომ 12-ჯერ ჩააწოდა საჯარიმოში ზუსტად, მეორე ადგილზე მყოფმა ჰალკმა (ზენიტი) კი ზუსტად ნახევარჯერ - 6.
* შეუცვლელად ითამაშეს სამივე ტურში, მაგრამ მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდნენ: გილემ ჟილე (ანდერლეხტი), დანტე (ბაიერნი), მაიკონი (პორტუ), კოსტას მანოლასი (ოლიმპიაკოსი), ეშლი კოული (ჩელსი), სემიჰ კაია (გალათასარაი) და კელვინ უილსონი (სელტიკი).
* "პორტუს" მცველი მაიკონი საოცრად თამაშობს - 270 წუთში მის წინააღმდეგ ერთხელაც არ დაურღვევიათ თამაშის წესები, თავად კი ერთხელ დაჯარიმდა. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ამ ფოლისთვის მან ყვითელი ბარათი მიიღო.
* გოლი ჯერ არ გაუტანიათ "ანდერლეხტს" და ზაგრების "დინამოს".
* ჯერ ქულა არ აუღიათ "ლილსა" და ზაგრების "დინამოს".
* კარში ზუსტად ყველაზე იშვიათად ზაგრების "დინამო" (13) და "ანდერლეხტი" (12) ურტყამენ.
* ყველაზე იშვიათად "ნორდსიელანდი" აცილებს - 7.
* შორიდან ზუსტად "რეალი" ურტყამს ყველაზე უკეთ - 21 (5 გოლი).
* საჯარიმოს ტერიტორიიდან კარს ყველაზე მეტჯერ "ზენიტმა" ააცილა - 19.
* ყველაზე მეტი გოლი თავურით "მანჩესტერ იუნაიტედის" ანგარიშზეა - 3.
* ყველაზე არააკურატული პასებში "კლუჟია" - 47% სიზუსტე.
* ბურთს ყველაზე ცუდად "სელტიკი" აკონტროლებს - 35%.
* ბატე-მ მხოლოდ 2 კუთხური ჩამოაწოდა, მაშინ, როცა "ბაიერნმა" - 31.
* ყველაზე ნაკლები გაფრთხილება მიიღო ზაგრების "დინამომ" - 1. "ლილის" შედეგი კი დიამეტრალურად განსხვავებულია - 1 გაძევება და 10 გაფრთხილება.
* ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელები მხოლოდ 23-ჯერ დაჯარიმდნენ.
* ყველაზე მეტი გოლი - 5 - გავიდა რვა თამაშში.
* ყველაზე მეტჯერ კარში ზუსტად "შახტარი"-"ჩელსის" თამაშში დაარტყეს - 28-ჯერ.
* "ლილი"-"ბაიერნში" და "არსენალი"-"შალკეში" კი მეკარეებს თითქმის არ აწუხებდნენ - 4-4.
* ყველაზე უხეში თამაში იყო "გალათასარაი"-"ბრაგა" - 41 ჯარიმა. "აიაქსი"-"სიტი" კი მხოლოდ 17-ჯერ შეწყდა მსაჯის სასტვენის გამო.
ინდივიდუალური სტატისტიკა
გოლები
გ. ფეხბ. გუნდი წთ.
5 კრიშტიანო რონალდო რეალი 270
3 ალანი ბრაგა 220
3 რობერტო სოლდადო ვალენსია 249
3 ოსკარი ჩელსი 255
3 კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 268
საგოლე პასები
პ. ფეხბ. გუნდი წთ.
3 ლუიზ ადრიანო შახტარი 255
3 ედერი ბრაგა 270
2 მოდუ სუგუ კლუჟი 70
2 ოლივიე ჟირუ არსენალი 100
2 მესუთ იოზილი რეალი 130
2 შინჯი კაგავა მან. იუნ. 130
შენიშვნა: კიდევ 12 ფეხბურთელი 2 საგოლე პასით
გოლი+პასი
ქ. ფეხბ. გუნდი წთ.
5 კრიშტიანო რონალდო რეალი 270
4 ქარიმ ბენზემა რეალი 180
4 რობერტო სოლდადო ვალენსია 220
4 ოსკარი ჩელსი 255
4 კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 268
4 ლიონელ მესი ბარსელონა 270
დაფარული დისტანცია
მეტრ. ფეხბ. გუნდი წთ.
39 100 კრისტიან ერიქსენი აიაქსი 270
38 500 ედგარ ოლეხნოვიჩი ბატე 270
37 000 კლაუდიო მარკიზიო იუვენტუსი 270
37 000 ჰენრიკ მხითარიანი შახტარი 270
36 800 სიემ დე იონგი აიაქსი 270
36 200 ტინო კოსტა ვალენსია 270
თამაშგარე
ოფს. ფეხბ. გუნდი წთ.
8 ედინ ჯეკო მან. სიტი 207
6 ჟერვინიო არსენალი 246
5 ქარიმ ბენზემა რეალი 180
5 სულეიმან კამარა მონპელიე 190
5 ხავიერ სავიოლა მალაგა 198
5 ჯექსონ მარტინესი პორტუ 258
5 კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 268
კარში დარტყმა (ზუსტი)
დ. ფეხბ. გუნდი წთ.
16 კრიშტიანო რონალდო რეალი 270
11 ლიონელ მესი ბარსელონა 270
10 მარიო გიოტცე დორტმუნდი 263
10 ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ 253
9 დიმიტრი პაიე ლილი 214
9 ჰენრიკ მხითარიანი შახტარი 270
კარში დარტყმა (არაზუსტი)
დ. ფეხბ. გუნდი წთ.
9 რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 270
8 ანხელ დი მარია რეალი 209
7 ლიონელ მესი ბარსელონა 270
პასი (სულ)
პ. ფეხბ. გუნდი წთ.
447 ჩავი ბარსელონა 270
250 მარკო ვერატი პსჟ 270
231 ნიკლას მოისანდერი აიაქსი 270
227 ხავიერ მასკერანო ბარსელონა 270
225 ჟოაო მოუტინიო პორტუ 255
223 ბლეზ მატუიდი პსჟ 270
პასი (ზუსტი)
პ. ფეხბ. გუნდი წთ.
405 ჩავი ბარსელონა 270
205 მარკო ვერატი პსჟ 270
202 ნიკლას მოისანდერი აიაქსი 270
199 ხავიერ მასკერანო ბარსელონა 270
182 ჩაბი ალონსო რეალი 270
181 სერხიო ბუსკეტსი ბარსელონა 178
პასი (სიზუსტე)
%. ფეხბ. გუნდი პასი
94 ალექს სონგი ბარსელონა 156
92 სერხიო ბუსკეტსი ბარსელონა 196
91 ჩავი ბარსელონა 447
91 ჯონი ევანსი მან. იუნ. 125
89 ხორდი ალბა ბარსელონა 187
89 ვინსენ კომპანი მან. სიტი 185
89 ადრიანო ბარსელონა 157
შენიშვნა: 100 და მეტი პასის შემთხვევაში
ჩაწოდება (სულ)
ჩ. ფეხბ. გუნდი წთ.
20 ანდრეა პირლო იუვენტუსი 270
16 ჰალკი ზენიტი 270
15 ხოაკინი მალაგა 244
14 ემრე ჩოლაკი გალათას. 153
ჩაწოდება (ზუსტი)
ჩ. ფეხბ. გუნდი წთ.
12 ანდრეა პირლო იუვენტუსი 270
6 ჰალკი ზენიტი 270
5 ანხელ დი მარია რეალი 209
გაფრთხილება
ბარ. ფეხბ. გუნდი წთ.
3 ალექსანდრ პავლოვი ბატე 230
3 ფელიპე მელო გალათას. 245
3 მარცინ ვასილიევსკი ანდერლ. 263
3 ნემანია მატიჩი ბენფიკა 269
ჯარიმა (დაჯარიმდნენ)
ჯ. ფეხბ. გუნდი წთ.
14 ვიტალი როდიონოვი ბატე 266
13 სკოტ ბრაუნი სელტიკი 243
10 ჯორჯო კიელინი იუვენტუსი 270
ჯარიმა (მათზე)
ჯ. ფეხბ. გუნდი წთ.
13 ფლორან ბალმონი ლილი 270
12 ტონი კროოსი ბაიერნი 261
10 ემანუელ ებუე გალათას. 248
10 ვიტალი როდიონოვი ბატე 266
გუნდური სტატისტიკა
გოლები
გ. გუნდი
8 რეალი
7 ბარსელონა
7 მალაგა
7 ჩელსი
დარტყმა (ზუსტი)
დ. გუნდი
38 რეალი
35 შახტარი
35 დორტმუნდი
დარტყმა (არაზუსტი)
დ. გუნდი
34 გალათასარაი
32 იუვენტუსი
28 რეალი
პასი (სულ)
პ. გუნდი
2 622 ბარსელონა
1 886 პსჟ
1808 მან. იუნ.
პასი (ზუსტი)
პ. გუნდი
2 283 ბარსელონა
1 443 პსჟ
1414 მან. იუნ.
პასი (სიზუსტე)
%. გუნდი
87 ბარსელონა
78 მან. იუნ
78 არსენალი
ჩაწოდება (სულ)
ჩ. გუნდი
43 იუვენტუსი
28 ლილი
28 მილანი
ჩაწოდება (ზუსტი)
ჩ. გუნდი
22 იუვენტუსი
17 გალათასარაი
12 ლილი
ბურთის ფლობა
%. გუნდი
75 ბარსელონა
65 ბაიერნი
58 მან. იუნ.
კუთხურები
კ. გუნდი
31 ბაიერნი
30 იუვენტუსი
28 ბენფიკა
გაფრთხილება
ბ. გუნდი
10 ლილი
10 ანდერლეხტი
ჯარიმა (დაჯარიმდნენ)
ჯ. გუნდი
52 ბენფიკა
51 ლილი
51 ვალენსია
ჯარიმა (მათზე)
ჯ. გუნდი
56 გალათასარაი
55 ბაიერნი
47 ბარსელონა
III ტურის სიმბოლური ნაკრები
ლელოს ვერსიით. 3-4-3
იასპერ ჰანსენი (ნორდსიელანდი) - ნიკოლას პარეხა (სპარტაკი), პაულო მაშადო (ოლიმპიაკოსი), ფელიპე პიკოლო (კლუჟი) - ხოაკინი (მალაგა), სებასტიან კელი (დორტმუნდი), ტომაშ ჰიუბშმანი (შახტარი), კრისტიან ერიქსენი (აიაქსი) - ჯექსონ მარტინესი (პორტუ), რობერტო სოლდადო (ვალენსია), ჰალკი (ზენიტი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"