გაიცანით მომავლის ჩემპიონთა ლიგა

AutoSharing Option
"ახალი თაობის სერია", იგივე Next Gen Series, არის 19-წლამდელთა საერთაშორისო საკლუბო ტურნირი, რომელიც პრაქტიკულად ამ ასაკის ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგაა.

ასეთი ტურნირის ჩატარების იდეა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, მაგრამ პირველი ტურნირი მხოლოდ 2011 წელს გაიმართა.

პირველ გათამაშებაში ევროპის 16-მა კლუბმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს მილანის "ინტერი" და ამსტერდამის "აიაქსი" დაუპირისპირდნენ. ლონდონში გამართული ეს მატჩი 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი გამარჯვება მილანელებს დარჩათ.

გადამწყვეტი პენალტი იტალიის 19
და 21-წლამდელთა ნაკრების წევრმა, ლორენცო კრისეტიგმა გაიტანა. ამ ფეხბურთელის გარდა, "ინტერის" ღირსებას იცავდნენ სამუელ ლონგო და მარკო ლივაია. პირველი ახლა "ესპანიოლშია" განათხოვრებული და პრიმერაში უკვე 2 გოლის გატანაც მოასწრო, მეორე კი უკვე "ინტერის" ძირითადი გუნდის წევრია.

მილანელთა დამრიგებელი ანდრეა სტრამაჩონი იყო, რომელიც ტურნირის დასრულებიდან მეორე დღეს "ინტერის" ძირითადი გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირები 7-7 გოლით "აიაქსის" დანიელი ლეგიონერი ვიქტორ ფიშერი და "ბარსელონას" კამერუნელი ფორვარდი ჟან მარი დონგუ გახდნენ.

მონაწილეები
2011/12 წლების "ახალი თაობის სერია" საკმაოდ წარმატებული გამოდგა. შესაბამისად, ტურნირში მონაწილეობის მსურველთა რიცხვიც გაიზარდა. წლევანდელ გათამაშებაში უკვე 24 გუნდი მონაწილეობს. შარშან მოთამაშე 15 გუნდს ("ბაზელმა" უარი განაცხადა) წელს 9 ახალი კლუბი დაემატა.

2012/13 წლების სეზონში, ყველაზე მეტი, ექვსი წარმომადგენელი ინგლისს ჰყავს: "ასტონ ვილა", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "ტოტენჰემი", "არსენალი" და "ჩელსი".

2-2 გუნდი ჰყავთ იტალიას, საფრანგეთს, გერმანიას, ესპანეთს, ჰოლანდიას და ნორვეგიას.

იტალიიდან მონაწილეობას მოქმედი გამარჯვებული, მილანის "ინტერი" და ტურინის "იუვენტუსი" იღებენ. ესპანეთის ღირსებას ორი სეპარატისტული რეგიონის კლუბი, "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" იცავენ. გერმანიიდან "ვოლფსბურგი" და დორტმუნდის "ბორუსია" მონაწილეობენ, ნორვეგიიდან "მიოლდე" და "რუსენბორგი", ჰოლანდიიდან "აიაქსი" და "პსვ ეინდჰოვენი", საფრანგეთიდან კი პსჟ და მარსელის "ოლიმპიკი".

თითო-თითო გუნდი ჰყავთ პორტუგალიას (ლისაბონის "სპორტინგი"), შოტლანდიას (გლაზგოს "სელტიკი"), თურქეთს (სტამბულის "ფენერბაჰჩე"), ბელგიას (ბრიუსელის "ანდერლეხტი"), რუსეთს (მოსკოვის ცსკა) და საბერძნეთს (პირეოსის "ოლიმპიაკოსი").

თითოეულ გუნდს განაცხადში 18 ფეხბურთელი ჰყავს, რომელთა ასაკიც 19 წელს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა გამონაკლისის სახით, გუნდებს განაცხადში სამი ერთი წლით უფროსი ფეხბურთელის ყოლის უფლება აქვთ, რომელთაგანაც მოედანზე ერთდროულად მხოლოდ ორი შეიძლება იყოს.

წლევანდელი სეზონი
წლევანდელ გათამაშებაში 24 გუნდი 6 ჯგუფშია გადანაწილებული და თითოეული ჯგუფიდან მომდევნო, მერვედფინალურ ეტაპზე ორი გამარჯვებული გადის. გარდა ამისა, 1/8-ფინალის საგზურს ასევე 4 საუკეთესო მესამე ადგილის მფლობელი კლუბი მიიღებს.

2012/13 წლების სეზონში უკვე 4 ტური გაიმართა, თუმცა ზოგ გუნდს ნაკლები, ზოგს კი მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

ამ მომენტისთვის ბოლო შეხვედრები 30 და 31 ოქტომბერს შედგა. ამ მატჩების შედეგებთან ერთად, ჯგუფებში არსებულ მდგომარეობასაც შემოგთავაზებთ.

ბომბარდირთა დავაში წელსაც წინა სეზონის საუკეთესო სნაიპერი, ვიქტორ ფიშერი ლიდერობს.

ამომავალი ვარსკვლავები
ზოგადად, როდესაც ერთ ტურნირში ამდენი სახელოვანი და დიდი კლუბის 19-წლამდელთა გუნდები მონაწილეობენ, ამომავალი ვარსკვლავის პოვნა რთული არ უნდა იყოს, თუმცა 18-19 წელი ისეთი ასაკია, რომ ფეხბურთელი შესაძლოა უდიდეს იმედებს იძლეოდეს, მაგრამ შემდეგ ზრდა შეწყვიტოს და ჩვეულებრივ მოთამაშეთა კატეგორიაში გადაინაცვლოს.

ჩვენ მაინც რამოდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი გამოვყოთ:

Sportall.Geვიქტორ ფიშერი ("აიაქსი")
18 წლის დანიელი ფეხბურთელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამ გათამაშებაშიც ლიდერობს.

ფიშერი დანიის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია და ერთი მატჩის ჩატარება 21-წლამდელთა გუნდშიც მოასწრო.

ახალგაზრდა დანიელს "აიაქსის" ძირითად გუნდში დებიუტი უკვე ჰქონდა - თინეიჯერმა ფეხბურთელმა 20 ოქტომბერს "ჰერაკლესთან" 3:3 დასრულებულ მატჩში ბოლო 6 წუთი ითამაშა.

Sportall.Geმასიმო ბრუნო ("ანდერლეხტი")
19 წლის ფეხბურთელი "ანდერლეხტის" ძირითადი გუნდის წევრია, მაგრამ "ახალი თაობის სერიის" მატჩებშიც იღებს მონაწილეობას.

ბრუნომ "დიდების" ჩემპიონთა ლიგაში 3 თამაში ჩაატარა და ამდენივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა "პატარების" ჩემპიონთა ლიგაშიც. გარდა ამისა, მის ანგარიშზე ბელგიის ჩემპიონატში 9 თამაში და 2 გოლია.

"ანდერლეხტის" 19-წლამდელთა გუნდის წევრები ასევე არიან: რომელუ ლუკაკუს ძმა ჟორდან ლუკაკუ, რომელიც ამპლუით მცველია და კევინ დე ბრუინის ძმა ალექსანდრ დე ბრუინი, რომელიც ნახევარდაცვაში თამაშობს.

Sportall.Geჟან მარი დონგუ ("ბარსელონა")
ვიქტორ ფიშერთან ერთად 2011/12 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი.

კამერუნელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში სეგუნდა დივიზიონში, "ბარსელონა B"-ს რიგებში 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანაც მოასწრო.

სულეიმან კულიბალი ("ტოტენჰემი")
17 წლის კოტდივუარელი ფეხბურთელი, რომელმაც 2011 წლის 17-წლამდელთა მუნდიალზე, 16 წლის ასაკში ნამდვილი ფურორი მოახდინა და 4 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სპილოს ძვლის სანაპიროს ნაკრებმა იმ ჩემპიონატზე სულ 10 გოლი გაიტან., აქედან კულიბალის ანგარიშზე მხოლოდ ბოლო, მეათე ბურთი არ იყო.

ადრიენ რაბიო (პსჟ)
17 წლის ნახევარმცველი პსჟ-ის ძირითად გუნდში მკვიდრდება. კარლო ანჩელოტიმ რაბიო "ნანსისთან" ბოლო ტურის შეხვედრაში, მოედანზე მეორე ტაიმში გამოიყვანა და თამაშის შემდეგ ფეხბურთელი ქებით ცაში აიყვანა. რაბიომ ლიგა 1-ში უკვე 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

Sportall.Geდენის სუარესი ("მანჩესტერ სიტი")
ვიგოს "სელტას" აღზრდილი ფეხბურთელი, რომელიც უკვე დიდი ხანია, ამომავალ ვარსკვლავად ითვლება.

სუარესი ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების მუდმივი წევრია და შორს არ არის ის დღე, როდესაც "მანჩესტერ სიტის" ძირითად გუნდშიც გამოჩნდება.

ლუკას პიაზონი ("ჩელსი")
უნიჭიერესი 18 წლის ბრაზილიელი ფორვარდი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" ლიგის თასზე გამართულ საოცარ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა თავი ვერ გამოიჩინა.

მარკო ლივაია ("ინტერი")
19 წლის ხორვატი ფეხბურთელი წელს "ინტერის" ძირითადი გუნდის წევრია.

ლივაიამ სერია A-ში 11 შეხვედრაში ითამაშა, ევროპალიგაზე კი 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლიც გაიტანა.

* * *
Sportall.Geკიდევ ძალიან ბევრი ფეხბურთელის გამორჩევა შეიძლება, მაგალითად, "ლივერპულის" განაცხადში ძირითადი გუნდის წევრები არიან: ჯონ ფლენეგენი, ჯეკ რობინსონი, ანდრე უიზდომი, სუსო და რაც მთავარია, რაჰიმ სტერლინგი.

ასეთი ფეხბურთელები ლონდონის "არსენალის" 19-წლამდელთა გუნდსაც ჰყავს: სერჟ გნაბრი, ნიკოლას იენარისი და ტომას აისფელდი.

ჩვენთვის საინტერესო ორ 19 წლის ნახევარმცველს ვხვდებით მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში - გელა ზასეევი და დავით ხურციძე ამ ასაკის გუნდის ლიდერები არიან.

A ჯგუფი
გუნდი
1 ბარსელონა 4 2 2 0 8-1 8
2 ტოტენჰემი 4 1 2 1 6-7 5
3 ვოლფსბურგი 4 1 1 2 6-11 4
4 ანდერლეხტი 4 0 3 1 3-4 3

B ჯგუფი
გუნდი
1 პსჟ 3 2 0 1 4-2 6
2 იუვენტუსი
3 1 2 0 6-4 5
3 მანჩესტერ სიტი
4 1 2 1 5-5 5
4 ფენერბაჰჩე
4 0 2 2 5-9 2

C ჯგუფი
გუნდი
1 ცსკა
5 4 0 1 7-3 12
2 აიაქსი
3 2 0 1 10-2 6
3 ჩელსი
3 1 1 1 3-3 4
4 მიოლდე
5 0 1 4
2-14 1

D ჯგუფი
გუნდი
1 სპორტინგი
4 3 0 1 9-5 9
2 პსვ ეინდჰოვენი
4 2 0 2 5-7 6
3 სელტიკი
4 1 1 2 7-7 4
4 ასტონ ვილა
4
1 1 2 5-7 4

E ჯგუფი
გუნდი
1 რუსენბორგი
2
2
0
0
3-1 6
2 ინტერი
3
2
0
1
5-4 6
3 ბორუსია (დ)
3
1
0
2
2-3 3
4 ლივერპული
2 0
0
2
3-5 0

F ჯგუფი
გუნდი
1 მარსელი
4
2
1
1
3-4 7
2 ოლიმპიაკოსი
4
1
2
1
2-4
5
3 არსენალი
4
1
1
2
3-3
4
4 ატლეტიკი
2
1
0
1
5-2
3

ჯგუფური ეტაპი 2012 წლის დეკემბერში დასრულდება, პლეი-ოფის ეტაპი კი უკვე 2013 წლიდან დაიწყება.

ბომბარდირები
4 - ვიქტორ ფიშერი (აიაქსი); 3 - ალექს პრიტჩარდი (ტოტენჰემი), ფილიპ ჰაუკი (ვოლფსბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და საქარტველოდან რომ იტამაშონ არ შეიზლება????
geo-otari
17:16 02-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული