IV ტურის წინ "ბორუსია" ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს, ერთი ქულით კი სწორედ "რეალი" ჩამორჩება, რომელიც წინა ტურში დორტმუნდში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
"რეალს" ძალიან ძლიერი თავდასხმის ხაზი აქვს. წინ უაღრესად რთული თამაში გველის. სტუმრად ვთამაშობთ და "რეალის" შეჩერების შანსი მხოლოდ მაშინ გვექნება, თუკი თერთმეტივე ფეხბურთელი მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება.
ჩვენ ფლანგებიდან შეტევას ძალიან კარგად ვახორციელებთ და შეგვიძლია მასპინძლებს უსიამოვნებები მოვუტანოთ.
ჩემს ფეხბურთელებს აქვთ საიმისო ძალა, რომ "რეალს" აჯობონ", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა, რომელმაც აზრი მეტოქის თავკაც ჟოზე მოურინიოსა და მესუთ იოზილზეც გამოთქვა:
"მოურინიო ბრწყინვალე მწვრთნელია. ის მსოფლიო ფეხბურთში მნიშვნელოვანი პერსონაა და ამასთან, ის ძალიან კარგი ადამიანი და კოლეგაა.
რაც შეეხება იოზილს, ის ექსტრა-კლასის მოთამაშეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გოლის გატანა და მატჩის ბედის გადაწყვეტა "რეალის" ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია", - დასძინა კლოპმა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: დორტმუნდის "ბორუსიას" ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია!
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური. სამშაბათის მატჩების წინ