ჟოზე მოურინიო: როცა მაღალი კლასის გუნდებთან ცდები, ისინი გკლავენ!

AutoSharing Option
6 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩის (2:2) შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

"ვაგებდით, გოლის გატანა გვჭირდებოდა და სწორედ ასეთ დროს გამოგვაკლდა გონსალო იგუაინი, თადარიგში კი მეტი ფორვარდი აღარ გვყავდა. ამაში ძალიან დაგვეხმარა კალეხონი. ჯამში, ოთხივე თავდამსხმელმა, რომელმაც ითამაშა, თავისი წვლილი შეიტანა საბოლოო შედეგის მიღებაში.

ჩემი აზრით, კრიშტიანო რონალდომ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მაშინაც კი, როცა მას ფიზიკურად უჭირს, მაინც მაღალ დონეზე თამაშობს. მეორე ტაიმში ის თავის პოზიციაზე არ მოქმედებდა, მაგრამ თავისუფალ ზონებს ბრწყინვალედ
პოულობდა.

პირველ ტაიმში ორი უხეში შეცდომა დავუშვით. როდესაც მაღალი კლასის გუნდებისა და ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშობ, ხშირად ხდება ის, რაც ჩვენ დაგვემართა - ისინი გკლავენ.

ნახევარდაცვაში ართმევაზე თამაში არ გამოგვივიდა. ამასთან, ზედმეტად დიდხანს ვიჭერდით ბურთს გარკვეულ ზონებში. სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ სხვაგვარად ვიმოქმედეთ - აგრესიულად და დინამიკურად".

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული