იურგენ კლოპი: მადრიდის "რეალისთვის" მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო

AutoSharing Option
6 ნოემბერს, მადრიდში "რეალთან" გამართული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის შემდეგ, დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ კლოპის შეგირდებმა წინა ტურში მადრიდელებს შინ აჯობეს (2:1), ამჯერად კი ფრეს გამორჩნენ (2:2) და "სიკვდილის ჯგუფში" ლიდერობა შეინარჩუნეს.

"თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მადრიდში ვთამაშობდით, ამ მატჩს სავსებით შესაძლებელია, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ვუწოდოთ, სადაც ორივე გუნდი მაღალ სისწრაფეზე მოქმედებდა და ბოლომდე იბრძოდა, ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით.

პირველ ტაიმში ჩემი შეგირდები ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ, თუმცა მათ ჟინი არც შესვენების შემდეგ დაუკარგავთ. მართალია, მატჩის
ბოლოსკენ კარს მივეჯაჭვეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სავსებით შეგვეძლო მესამე გოლიც გაგვეტანა, ერთი კარგი კონტრშეტევა რომ გაგვეხერხებინა.

რა თქმა უნდა, დასანანია, როცა მატჩის მიწურულს გაგიტანენ. მთლიანობაში კი თამაში საინტერესო გამოვიდა. ჩვენ ვაიძულეთ მეტოქე არ ეთამაშა ისე, როგორც სურდა.

ეს ბრწყინვალე მატჩი იყო!"


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: როცა მაღალი კლასის გუნდებთან ცდები, ისინი გკლავენ!
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული