რობერტო მანჩინი: "სიტის" ჩემპიონთა ლიგის მოგება ჯერ კიდევ შეუძლია

AutoSharing Option
მიუხედავად ამსტერდამის "აიაქსთან" საკუთარ მოედანზე ნათამაშები ფრისა, (2:2) "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი აცხადებს, რომ მის გუნდს ჯერ კიდევ შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა.

მეტიც, იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ "სიტის" ჩემპიონთა ლიგის მოგებაც ძალუძს.

"ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ. ჩვენ ორჯერ გავუშვით გოლი კუთხურის შემდეგ, მაგრამ შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა, მოვუმატეთ და უამრავი მომენტი შევქმენით.

მე ყოველთვის მჯერა ჩემი გუნდის. წინ ორი ურთულესი მატჩი გველოდება, რომელთა მოგებასაც შევეცდებით. თუკი ამას მოვახერხებთ, დავაგროვებთ 8 ქულას, წავალთ წინ და ჩემპიონთა ლიგის
მოსაგებადაც ვიბრძოლებთ.

ყველაფერი ძალიან მარტივია - თუ ლიგის მოგება გვიწერია, მოვიგებთ კიდეც.

ჩვენ გვქონდა "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოგების შანსი, თუმცა შეცდომები დავუშვით. იგივე მოხდა "აიაქსთან" სტუმრად გამართულ მატჩში. მაშინ ჩვენ ვერ შევძელით კარგი თამაშის ჩვენება, თუმცა წინ გასვლა მაინც მოვახერხეთ და ორჯერ შეგვეძლო მეორე გოლის გატანა. სამწუხაროდ, შანსი ვერ გამოვიყენეთ.

დღესაც იგივე განმეორდა, მაგრამ ახლა უკვე ვეღარაფერს შევცვლით".

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული