მასიმილიანო ალეგრი: ვფიქრობ, ჯგუფიდან გასასვლელად 7-8 ქულა გვეყოფა

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "მალაგასთან" (1:1) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩზე ისაუბრა.

"ელ შაარავიმ არც ისე კარგად ითამაშა. ამასთან ერთად, მეორე ტაიმში სხვა ტიპის ფეხბურთელი გვჭირდებოდა. ამიტომ მოედანზე ბოატენგი გავიყვანე.

ისე გამოვიდა, რომ "მალაგამ" ჩვენთან მატჩებში სამი საგოლე მომენტიდან ორი გამოიყენა, მაგრამ დარჩენილი მატჩებისთვის სწორად მოვემზადებით.

ესპანელებთან რომ გაგვემარჯვა, ფინალურ სტადიაზე გასვლის კარგი შანსი გვექნებოდა. ამის მიუხედავად, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, ჯგუფიდან გასასვლელად 7-8 ქულა გვეყოფა.

ბერლუსკონის ვესაუბრე და მას ჩვენი თამაში მოეწონა. მოედანზე ახალგაზრდა გუნდი გვყავდა, რომელსაც
მიმდინარე სეზონში კარგად გამოსვლა შეუძლია", - თქვა ალეგრიმ კლუბის ოფიციალურ გვერდთან საუბარში.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული