არსენ ვენგერი: ლონდონის "არსენალმა" კრიტიკოსებს პასუხი გასცა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გელზენკირხენში "შალკესთან" გამართული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "მეთოფეებმა" კრიტიკოსებს პასუხი თავიანთი თამაშით გასცეს.

"საკუთარი თამაშით პასუხი უნდა გაგვეცა ჩვენი მისამართით გამოთქმული კრიტიკისთვის, რომელიც შაბათის (მანჩესტერ იუნიტედთან) შეხვედრის გამო დავიმსახურეთ და ეს შევძელით კიდეც.

ორივე გუნდი კარგად თამაშობდა და შედეგად რთული მატჩი გამოვიდა. ჩვენ ცოტა არ გაგვიმართლა, ბურთი რომ "გასახდელში" გაგვიტანეს. მატჩის ბოლო წუთზე უკვე თავად შეგვეძლო ანგარიში 3:2 გაგვეხადა, თუმცა ვფიქრობ, მთლიანობაში ფრე სამართლიანი შედეგია", - თქვა ვენგერმა.

ფრანგმა სპეციალისტმა
ისიც თქვა, რომ იცოდა, "შალკესთან" ანგარიშში 2:0 დაწინაურება საბოლოო გამარჯვების გარანტიას არ იძლეოდა.

"2:0 - ჯერ კიდევ არ ნიშნავს გამარჯვებას, მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგაში. გერმანული გუნდები გამოირჩევიან კარგი ფიზიკური შესაძლებლობებითა და ტექნიკით. ისინი არასდროს ნებდებიან. ამიტომ ორი გატანილი გოლის შემდეგ არ მქონდა ფანტაზია, რომ თამაში დასრულებული იყო, - თქვა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ "არსენალს" ჯგუფში 7 ქულა აქვს და "შალკეს" ერთი ქულით ჩამორჩება.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული