"ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებდით. მეტიც, ვთამაშობდით უკეთესად, ვიდრე ორი კვირის წინ იმავე მეტოქესთან, მაგრამ ბურთი თითქოს განგებ არ შედიოდა კარში.
რაღაც ამდაგვარი ხდებოდა "კამპ ნოუზეც".
მეტოქე თავს იცავდა და ელოდა მომენტებს კონტრშეტევის განსახორციელებლად. ის კარგად იყენებდა სტანდარტებსაც, რითაც შეძლო კიდეც ჩვენს კარში გოლის გატანა", - თქვა არგენტინელმა.
მესიმ შეხვედრის ბოლო წუთზე გატანა მაინც მოახერხა, გოლი კი ახალშობილ
"მატჩის ბოლოს გატანილი გოლი არაფერს წყვეტდა, თამაში უკვე წაგებული გვქონდა. არა უშავს, წინ კიდევ ბევრი შეხვედრა იქნება, სადაც გოლებს ბევრს გავიტან და მათ ტიაგოს კიდევ მივუძღვნი", - თქვა ლიონელმა.
აღსანიშნავია, რომ კატალონიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად "სელტიკთან" დამარცხდა.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]