რობერტო დი მატეო: გამარჯვება მკაცრი პრესინგის პირობებში შევძელით

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში დონეცკის "შახტართან" გამარჯვების (3:2) შემდეგ განაცხადა, რომ ლონდონურ გუნდში გამოცდილი მოთამაშეების ნაკლებობა იგრძნობოდა.

"როგორც ჩანს, გამოცდილება გვაკლდა. შემადგენლობაში არ იყვნენ ფრენკ ლემპარდი, ეშლი კოული, ჯონ ტერი და ალბათ ამიტომაც, მოედანზე გვაკლდნენ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში გამობრძმედილი მოთამაშეები.

მიუხედავად ამისა, მივიჩნევ, რომ ჩემმა გუნდმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და შექებაც დაიმსახურა. ჩვენ ურთულეს პრესინგში მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება",
- უთხრა იტალიელმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი.
IV ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული