ჯანლუიჯი ბუფონი: "იუვენტუსის" ბედი ჯერ ისევ ჩვენს ხელთაა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლასა და ბოლო ტურში "ნორდსიელანდთან" გამარჯვებაზე (4:0) ისაუბრა.

"ეჭვგარეშეა, "ჩელსისა" და "შახტარის" მატჩში ფრე ჩვენთვის ყველაზე კარგი იქნებოდა, მაგრამ არა უშავს, ჩვენი ბედი ჯერ კიდევ ჩვენს ხელთაა.

ის ფაქტი, რომ ჯგუფიდან გასვლა ჩვენზევეა დამოკიდებული - კარგი ნიშანია "ჩელსისთან" საშინაო და დონეცკური მატჩების წინ.

ჩვენ მოგება დანიაშიც შეგვეძლო. ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია, რასაც არ უნდა ამბობდნენ ზოგიერთები. უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა.

ბოლო შეხვედრაში ძალზე დამაჯერებელი თამაში ვაჩვენეთ, რაც იმას ნიშნავს,
რომ როცა "იუვე" მოედანზე სათანადო განწყობით გადის, მსოფლიოს ბევრ გუნდს არ შეუძლია მისი შეჩერება",
- თქვა "ბებერი ქალბატონისა" და იტალიის ნაკრების კარის დარაჯმა.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული