ტიტო ვილანოვა: ჩემს შეგირდებს ვერაფერში დავადანაშაულებ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა, ჩემპიონთა ლიგაში "სელტიკთან" (1:2) მარცხის მიუხედავად, საკუთარი გუნდით ამაყი დარჩა.

"პირველ რიგში, მინდა მეტოქეს გამარჯვება მივულოცო. სტადიონზე აუღწერელი ატმოსფერო სუფევდა. ბევრ არენაზე ვარ ნამყოფი, მაგრამ მსგავსი რამ ჯერ არ მინახავს.

რაც შეეხება მატჩს, ვიცოდით, რომ "სელტიკის" კუთხურების მოგერი
ება ძნელი იქნებოდა. მართალია, მხოლოდ ორი კუთხური ჰქონდათ, მაგრამ ერთიდან გოლი გავუშვით.

რა თქმა უნდა, შეგვეძლო, უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები დაგვემატა, მაგრამ ამით "ბარსელონას" სათამაშო სტილი შეიცვლებოდა. არ მგონია, რომ ხალხ
ს ეს უნდოდეს.

ასევე, მინდა აღვნიშნო ფრეიზერ ფორსტერის
თამაში, რომელიც ბრწყინვალედ იცავდა კარს, რადგან ჩვენ უამრავი მომენტი გვქონდა და მოგებაც შეგვეძლო. სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეთი რამ ხდება ხოლმე. ჩემს შეგირდებს ვერაფერში დავადანაშაულებ",
- თქვა ვილანოვამ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით


ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]

ლიონელ მესი: ბურთი კარში თითქოს განგებ არ შედიოდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული