უეინ რუნი: "ბრაგასთან" უცნაური მატჩი გამოგვივიდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა უეინ რუნიმ "ბრაგასთან" (3:1) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩზე ილაპარაკა.

"უცნაური შეხვედრა გამოდგა. სანამ გოლი არ გავუშვით, ძალიან ნელა ვთამაშობდით, თუმცა ვიცოდით, რომ მოვუმატებდით და მოვიგებდით. ბევრი უნდა გვემოძრავა და გუნდურად გვეთამაშა.

კარგია, რომ სამი გოლის გატანა და გამარჯვება მოვახერხეთ. გამიმართლა, პენალტი რომ გავიტანე, რადგან ფეხი ოდნავ გამისრიალდა.

ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა უკვე გარანტირებული გვაქვს, რაც მწვრთნელს საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობას აძლევს, ფეხბურთელები დაასვენოს.

რა თქმა უნდა, გვინდა მოედანზე გასვლა, რადგან ჩვენი თამაში ნაპოვნი გვაქვს", -
თქვა რუნიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული