"კარგად ვიცნობ უნაი ემერის "ვალენსიაში" ყოფნის პერიოდიდან. მისი გუნდები კარგად მოქმედებენ დაცვასა და თავდასხმაში.
რაც შეეხება შეხვედრას, ჩვენი გუნდები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ. ამიტომ შესაძლოა, რაიმე მოულოდნელობასაც ჰქონდეს ადგილი.
რუსულ გუნდებს აქვთ შესაძლებლობა, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან იყიდონ ფეხბურთელები. აქ ბევრს აკეთებენ ფეხბურთის განვითარებისთვის.
რუსეთში თამაში ძნელია, რადგან აქ ძლიერი ფეხბურთელები და მწვრთნელები არიან. ასევე, აღსანიშნავია აქაური ამინდი.
ჩემპიონთა ლიგაში თუ გინდა გამარჯვება, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება უნდა შეგეძლოს.
ხარისხიანი
ჯგუფში მხოლოდ პირველი ადგილის დაკავება გვინდა. ძლიერი მეტოქეები გვყავს და ამის გაკეთება იოლი არ იქნება", - თქვა ვილანოვამ.
აქვე შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს, "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში შესაძლოა მატჩი ჯანო ანანიძემ დაიწყოს.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
იური გავრილოვი: წესით, ჯანო ანანიძე "სპარტაკის" ძირითადში უნდა ვიხილოთ
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. სამშაბათის მატჩების წინ