ფრანკ რიბერი: "ვალენსიასთან" ფრე კატასტროფა არაა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ "ვალენსიასთან" (1:1) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, ჩვენი ბრალია, რა მდგომარეობაშიც აღმოვჩნდით. ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ "ვალენსიაც" კარგად თამაშობდა, თანაც კაცნაკლული.

თუმცა ეს კატასტროფა არაა. ქულა ავიღეთ, რაც ამოცანა-მინიმუმი
იყო. ახლა კი ვეცდებით, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ.

"ბაიერნში" ახლა ყველა დამწუხრებულია, გამარჯვება რომ ვერ შევძელით.

ჩემი მდგომარეობა? რთული მატჩი იყო ჩემთვის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ამ ბოლო დროს ბევრი პრობლემა მაქვს. ფიზიოთ
ერაპევტს ვესაუბრე. აღარ მინდა, ისევ გამოვიარო ის ტკივილი", - თქვა
რიბერიმ.

მომზადებულია beIN Sport-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. სამშაბათის მატჩები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული