მასიმილიანო ალეგრი: ძალიანაც მინდოდა, ცხრა ქულა გვქონოდა

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში "ანდერლეხტთან" მატჩის წინ C ჯგუფში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"წინ მნიშვნელოვანი მატჩია. იმისათვის, რათა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა გავინაღდოთ, დარჩენილ ორ შეხვედრაში 4 ქულა უნდა მოვიპოვოთ.

"ანდერლეხტი" კარგი გუნდია და რთული თამაში გველის. ჯგუფის მეორე შეხვედრის შედეგი მოედანზე გასვლამდე გვეცოდინება, თუმცა დარწმუნებული ვარ, საბოლოო მდგომარეობა მხოლოდ დასკვნით ტურში გაირკვევა.

შაბათს "ნაპოლისთან" შეხვედრაში ბევრი გუნდური შეცდომა არ დაგვიშვია, რასაც ვერ ვიტყვი ცაკლეულ მოთამაშეებზე.

ბოატენგს განსაკუთრებული ფუნქციებით არ დავტვირთავ. რობინიომ შაბათს ერთ
ეპიზოდში ბრწყინვალედ ითამაშა, მეორეში - ცუდად. შესაძლოა, პატოს დრო უკვე მოვიდა კიდეც, თუმცა ეს ჯერ არ გადამიწყვეტია.

რა თქმა უნდა, არ მინდა, ყოველ თამაშში გვიხდებოდეს მიღებული გოლის შემდეგ მდგომარეობის გამოსწორება. ყველამ იცის, რომ ეს არცთუ იოლია და კარგია, როცა პირველი იტან.

თავიდანვე ვიცოდი, რომ რთული ჯგუფი შეგვხვდა. ყველაფერს ბოლო ორი შეხვედრა გადაწყვეტს. ახლა თავს შედარებით უკეთესად ვგრძნობთ, ფორმაც გავიუმჯობესეთ.

ძალიანაც მინდა, რომ ახლა ცხრა ქულა გვქონდეს, მაგრამ სინამდვილე ისეთია, რომ ჯიბეში მხოლოდ ხუთი გვაქვს. და ეს ისაა, რაც დავიმსახურეთ", - მოჰყავს ალეგრის სიტყვები უეფას ოფიციალურ საიტს.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. ოთხშაბათის მატჩების წინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული