იურგენ კლოპი: გუნდს მკვლელის ინსტინქტი უნდა ჰქონდეს

AutoSharing Option
"დორტმუნდის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "აიაქსთან" (4:1) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩზე ისაუბრა.

"ამ მატჩში ის გოლები გავიტანეთ, რომელიც გასულ სეზონში ვერ გაგვქონდა. ტალანტის გარდა, გუნდს მკვლელის ინსტინქტი უნდა ჰქონდეს, რომ მუდამ გაიმარჯვოს.

ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. ისინი ბევრს მუშაობდნენ, რომ ამ შედეგისთვის მიეღწიათ.

მომეწონა ეს შეხვედრა, განსაკუთრებით კი, მომენტების რეალიზაცია",
- თქვა კლოპმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული