პლატინი უდიდესი ევროპული საკლუბო ტურნირების - ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის რეფორმირებაზე ფიქრობს. "ბებერი კონტინენტის" საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელი პირველის გაფართოებას მეორეხარისხოვანის ხარჯზე აპირებს.
დასამალი არავისთვისაა, რომ ევროპული ჩემპიონატების, უპირველესად კი, ინგლისისა და იტალიის ტოპკლუბები ევროპალიგისადმი დაინტერესებას დაბალი საპრიზო ფონდის გამო არ იჩენენ და ამ ტურნირის მატჩებზე რეზერვისტებით გამოდიან. ეს კი არცთუ დადებითად აისახება შეჯიბრის პოპულარიზებასა და პრესტიჟზე.
სწორედ ამის გათვალისწინებით, უეფა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის 32-იდან 64 გუნდამდე გაზრდას
"ამჟამად დებატები იმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თუ როგორი უნდა იყოს ევროთასების ფორმატი 2015-იდან 2018 წლამდე. საბოლოო გადაწყვეტილებას 2014 წელს მივიღებთ", - თქვა პლატინიმ.
მანამდე პლატინის ინიციატივით, მნიშვნელობით მესამე ევროპული საკლუბო ტურნირი - ინტერტოტოს თასის გათამაშება გაუქმდა და ის უეფას თასს შეუერთდა. ამ უკანასკნელს კი უეფას ევროპის ლიგა დაერქვა.
პლატინიმ თავისი ხელი ჩემპიონთა ლიგის რეგლამენტსაც დაატყო - მისი ინიციატივით, 2009/2010 წლების სეზონში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.
ასევე იხილეთ:
დავავიწყდით? პლატინიმ ევრო 2020-ის მასპინძლებში თბილისი არ ახსენა
მიშელ პლატინი: ჯობს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ზამთარში ჩატარდეს
მიშელ პლატინი: ფიფა ისტორიულ შეცდომას უშვებს
ფიფას რევოლუციური გადაწყვეტილება: კარის აღებას ტექნიკა დაადგენს